♥ჩემ შესახებ♥

Anime-Wallpapers-5

მე ვარ — თამო
ასაკი — 19 წლის
ბავშვობაში ვიყავი — მხიარული, ცოტა მიამიტი, გიჟი და ტიკტიკა
ახლა — ისევ მხიარული, მეგობრული, გიჟი და ,,აპარატგადაყლაპული” :D
მუდამ მენატრება — პატარაობა, ჩემი ბაბუა და, საერთოდ, სენტიმეტები ხშირად მაწვება :D
ვერ ვიტან — უყურადღებობას, შურიან, ბოროტ და ბოღმა ხალხს
მიყვარს — ჩემთვის ახლო ადამიანები, ტკბილეული, წერა, მუსიკა, ცეკვა
ვტირი — თითქმის ყველაფერზე.
ვიცინი — თითქმის ყველაფერზე.
ვნანობ — საბედნიეროდ ბევრს და მნიშვნელოვანს არაფერს
არასოდეს ვკარგავ — იმედს
მინდა დამავიწყდეს — არაფერი
მინდა მახსოვდეს — ყველაფერი
მეშინია — მარტოობის და ცოფიანი ძაღლების
საყვარელი ფილმი — The Curious Case of Benjamin Button,August Rush,Seven pounds,Breakfast at Tiffany’s,One day,The notebook,Hachiko,You’ve got mail,Letters to juliet,Mamma mia…
საყვარელი წიგნი — “ოსტატი და მარგარიტა”,”ტრიუმფალური თაღი”,”დიდი სახლის პატარა დიასახლისი”, “დავით კოფერფილდი”,”ნათლია”,”შერლოკ ჰოლმსი”…
ძალიან მინდა — ძალიან ბევრი რამ მინდა…
სიამოვნებით ვიმოგზაურებდი — ყველა ქვეყანაში, მაგრამ განსაკუთრებით იტალია და ეგვიპტე ❤
ცხოვრება — ყველაფრის მიუხედავად მაინც მშვენიერია.
ვოცნებობ — საშინელი მეოცნებე ვარ. თითქმის სულ ვოცნებობ.
ვუსმენ — ძირითადად როკს
საყვარელი ფრაზა — ,,სიკვდილის ნუ გეშინია. სანამ ცოცხალი ვართ ის არ არის, როცა მოვა ჩვენ აღარ ვიქნებით.” ,,უკეთესია ზოგჯერ დაეცე, ვიდრე არასოდეს იფრინო.” ,,ცხოვრება სკოლაა, სადაც მარცხი გამარჯვებაზე უკეთესი მასწავლებელია.”
ასე თუ ისე, რაღაც წარმოდგენა მაინც შეგექმნათ ჩემზე ^_^

16 Comments

16 thoughts on “♥ჩემ შესახებ♥

  1. მიყვარს-ში ხაზგასმით უნდა აგეღნიშნა შოკოლადები, მხოლოდ ტკბილეული ვერ გამოხატავს შენს უსაზღვრო სიყვარულს შოკოლადისადმი 😛

    • შოკოლადუნიები ჩემიი შეყვარებულია:D და სხვა ტკბილეულმა, რომელიც უბრალოდ მომწონს, რა დააშავა? 😀 😛

  2. თამმ, თაამ თაამ სად ხარ სადდ ^_^ რატომ ვეღარრ ვხედავ პოტებს რატომ ? ;ხხ

    • ვერ წარმოიდგენ, როგორ მენატრება წერა, მაგრამ გამაწამა ამ აბიტურიენტობამ. რა თქმა უნდა პოსტის დასაწერი და დასასვენებელი დრო მაქვს, მაგრამ აზრებს ვეღარ ვალაგებ ხოლმე… გპირდები, დღეს საღამოს იქნება ახალი პოსტი<33

      • კარგი, თუვერ იცლი მასინ ჯანდაბას დაგელოდები ხოლმე;დ :**

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s