დღიური_ბავშვობის მოგონებები

diary-pink415

ადრე, როდესაც პატარა ვიყავი, დღიურების წერაზე ვგიჟდებოდი. სწორედ ახლა, ჩემს  წინ, მაგიდაზე მილაგია ჩემი დღიურები_ბავშვობას ვიხსენებ. პირველი 2005 წელს დავიწყე, სულ ბოლო კი 2010–ში.  ეს უკანასკნელი ნახევრად ისევ ცარიელია. თანმიმდევრობით გადავხედე ყველას და თითქმის ნათლად დავინახე, როგორ გავიზარდე. როგორ მეცვლებოდა აზრები, მიყალიბდებოდა გონება და საკუთარი აზრი. ზოგი ისეთი მოგონებაც აღმოვაჩინე, რომელიც სულ არ მახსოვდა. აი, რატომ არის კარგი დღიურების წარმოება. თუმცა ჩემები ძალიან ბევრი სისულელით არის სავსე, დღეს უკვე მეცინება ჩემს იმდროინდელ ფიქრებზე. თუკი ,,ჩავაგდებდი” და დიდიხანი არ დავწერდი, ნაწერი ასე იწყებოდა:,,ჩემო საყვარელო დღიურო, ბოდიში, რომ ამდენიხანი ვერაფერი დავწერე…” კიდევ ათასი სისულელე… თან მახსოვს, რა დიდი მონდომებით ვმალავდი მათ, რადგან დედაჩემი თუ გადააწყდებოდა, თავს ვერ შეიკავებდა და გადაიკითხავდა. მე თუ შევუსწრებდი, მერე “ბოი” იწყებოდა 😀 …
აღმოვაჩინე ისიც, რომ 5–6 კლასშიც თავი დიდი მეგონა და სხვადასხვა პრეტენზიები მქონდა(რაც წესით მაშინ არ უნდა მქონოდა). 😀 ინტერნეტში რაღაც ფრაზას წავაწყდი_”ყოველ წელს ვაანალიზებთ, რა სულელები ვიყავით წინა წელს, რადგან თავი დიდები გვეგონა. ” თუ რაღაც ამდაგვარი… ასე ვიყავი მეც. ჩემმა ერთ–ერთმა მეგობარმა კი მითხრა, მეცხრე კლასი რომ დავამთავრე, მაშინ მივხვდი, რომ გავიზარდეო. ანუ მე ძალიან დიდი ამბიციები მქონდა(?)
ბავშვობის მოგონებები ყველაზე ძვირფასია და ჩემთვის მათი დეტალურად გახსენების ერთ–ერთი ხერხი დღიურებია…
დღემდე ვერ ვეშვები დღიურებს. შეიძლება წელიწადში სულ რამდენჯერმე დავწერო(ან ისიც არა), მაგრამ ”წიკი” მაქვს, რომ უნდა მქონდეს და ჩემს უჯრაში, ძველ დღიურებთან ერთად ინახებოდეს 😀
ალბათ სწორედ ამიტომაც შევქმენი ბლოგი… წერა ძალიან მიყვარს.. მიუხედავად იმისა, რომ აბიტურიენტი ვარ და ქვეყნის სამეცადინო მაქვს, სკოლიდან მოსულს ისე მომინდა წერა, აქ შემოვვარდი და ახლა ამ პოსტს ვწერ^^ ყველაზე უცნაური ის არის, რომ კალმით წერას ვეღარ ვეგუები. სანამ ერთ წინადადებას დავწერ, მეორე და მესამე თავიდან მიფრინდება და მერე ნერვები მეშლება 😀
მოკლედ, დროა დავამთავრო ამ პოსტის წერა. როგორც ჩემი დაქალი ამბობს:”ბლოგი ვერ ჩაგიბარებს გამოცდებს” მართალია! თუმცა, მე მაინც შევეცდები, ხშირად ვწერო და თან საინტერესო თემებზე, რომ მე წერა მსიამოვნებდეს, თქვენ კი კითხვა. ამასთან, შეიძლება ბევრი ვიწუწუნო(იქიდან გამომდინარე, რომ ეს ჩემი ერთ–ერთი ჰობია), მაგრამ არ შეიმჩნიოთ… საკმაოდ ოპტიმისტი ვარ და პესიმისტური ნაწერებით არ შეგაწუხებთ… 😉

Advertisements

5 thoughts on “დღიური_ბავშვობის მოგონებები

  1. პრინციპში დღიურებს ვინც წერს ყველა ასეა. :დ მეც რომ ვნახულობ გული მიწუხდება :ხ მინდა დავხიო გადავაგდო გავაქრო ;დ მაგრამ არა .. ;დდ
    გირჩევ შენც შეინახო ღირს ნამდვილად იმ სიამოვნებისთვის რომ გადაშლი და გაიხსენებ როდის წერდი როგორ წერდი რას განიცდიდი :33

    • ზუსტად ეგეთი შეგრძნება მაქვს მეც 😀 და ვერც მე ვიმეტებ.. მართლაც ძალიან საინტერესო და სასიამოვნო პროცესია საკუთარ წარსულში ქექვა, რომლის უმრავლესობა შეიძლება არც გახსოვდეს..^^

  2. საყვარელი პოსტია.
    მეც ვწერდი დღიურებს ❤ 7 წლიდან ვწერ და ძალიან მიხარია ეს ფაქტი. 🙂
    როცა ვკითხულობ მეც ანალოგიურად ვხვდები, რომ ბევრი რამეს ძალიან უაზროდ აღვიქვამდი, მაგრამ მერე ვიხსნებე, რომ სულ რაღც 7 ან 8, ან თუდნაც 13 წლის ვიყავი მაშინ დ ავპატიობ ჩემს თავს სისულელებს. :დ

  3. 7 წლიდან? რა კარგია^^ ნეტავ მეც უფრო ადრე დამეწყო დღიურების წერა, უფრო მეტი მოგონება შემენახებოდა. მე ჩემი მაშინდელი ამბიციურობა მაცინებს 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s