ჰოროსკოპი_რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად

657469008391918416696496uhw8gb8 (1) (1)
ჰოროსკოპის და საერთოდ ასტროლოგიის დიდად არ მჯერა. სხვადასხვა საიტზე განთავსებული ყოველდღიური ჰოროსკოპი ხომ საერთოდ სისულელედ მიმაჩნია_”ეს დღე კარგია კონტრაქტების დასადებად; ბანკიდან კრედიტის ასაღებად; მილიონის მოსაგებად” ბლა, ბლა.. კიდევ ათასი სისულელე… შეიძლება ზოგს ამის სჯერა, მაგრამ ჩემთვის სრული აბსურდია.
თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც ჩემი ზოდიაქოს ნიშნის შესახებ რაიმე ინფორმაციას გადავაწყდები, ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად ვკითხულობ ხოლმე. ამით მის ჭეშმარიტება–არაჭეშმარიტებას ვარკვევ. უნდა ვაღიარო, ხანდახან ემთხვევა ხოლმე… თუმცა კიდევ ერთი რამ_მთელი ცხოვრება მეგონა, რომ ზოდიაქოს ნიშნით თხის რქა ვიყავი, მაგრამ რადგან ამ ზოდიაქოს ნიშნის ბოლო დღეს, თან დღის მეორე ნახევარში ვარ დაბადებული, ნახევრად მერწყულიც გამოვდივარ. 19 იანვარს თხის რქა სრულდება და მერწყული იწყებაო, ასე გვამცნობს ჩვენი მიხეილ ცაგარელი. სასწაული რაა! 😀
და სწორედ რამდენიმე დღის წინ, ფეისბუქში წავაწყდი ასეთ რამეს–”ჰოროსკოპის ნიშნები: 10 რამ, რაც თითოეულ ნიშანს ყველაზე მეტად აღიზიანებს” შევედი, ვნახე და აღვშფოთდი, ისეთი რაღაცები ეწერა: D თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ უნდა ვაღიარო, რომ ბევრ ჩემს მეგობარზე ყველაფერი დაემთხვა, ბევრზეც არა… აი, მე კი… კიდევ ერთხელ ვაღიარებ, რაღაცები დაემთხვა, თუმცა მხოლოდ ისეთები, როგორიც ყველას თუ არა, უმეტესობას მაინც აღიზიანებს…

599685_405480782821751_1241192984_n

თხის რქა
1)ზედმეტად იოლი საქმის მისთვის დავალება, მისი შესაძლებლობის არასათანადოდ შეფასება.
(მაგ: დედაჩემის ფრაზა, როცა სამზარეულოში ვართ: მოიცა, შენ ვერ გააკეთებ, მე მომეცი)
2)მოკრძალებულად, ეკონომიურად ცხოვრების აუცილებლობა. ასევე, ნათესავები და კოლეგები ფინანსური პრობლემებით.
( რა ვიცი, მე არავინ მეწუწუნება ამ თემებზე და.. 😀 )
3)საცხოვრებელი და სამუშაო ადგილის ხშირი შეცვლა, მივლინებები, მოგზაურობები.
(მივლინებებიბი და მოგზაურობები აღიზიანებსოო? მთელი მსოფლიოს მოვლა მინდა!)
4)მის ოჯახზე, სახლსა და ჰობიზე ცუდი გამოხმაურება.
(ნუ, ეს, რა თქმა უნდა. ვის არ აღიზიანებს?!)
5)ადამიანების არასაიმედოობა, ხასიათის სიმსუბუქე, მოურჯულებელი ხასიათი, გაუზრდელობა, აგრესიულობა…
(ესეც იგივე.. უზრდელ და სულელ ადამიანებზე აცრილი ვარ)
6)ადამიანების ექსცენტრიკული ქცევა, თვალშისაცემი ჩაცმულობა და მაკიაჟი, უცნაური ვარცხნილობები.
(არანაირად)
7) სახლის საქმეების კეთების უცოდინრობა და ფულის ფლანგვა.
( ვაღიარებ, არც არაფერი ვიცი სახლის საქმეებში და საერთოდ არ ვფიქრობ ამ თემაზე 😀 )
8)ჭორაობა, ფილოსოფოსობა, არაპრაქტიკული, დაუფიქრებელი ქცევა.
(ხანდახან დაუფიქრებლად თავად ვიქცევი..)
9)მისი სიძუნწეში, გადაუწყვეტელობაში, კონსერვატორულობასა და სამუშაოზე ჩაციკვლაში დადანაშაულება.
(უიმე, ასეთი არ ვარ :D)
10)სიტყვით გამოსვლის აუცილებლობა და ასე თუ ისე სხვისი ყურადღების ცენტრში ყოფნის აუცილებლობა.
( პირიქით, უყურადღებობა მაღიზიანებს სასტიკად!)

541912_405480889488407_16075522_a

მერწყული
1)მისი მეოცნებე ხასიათის, არაპრაქტიკულობის და იდეალების კრიტიკა.
(მიუხედავად იმისა, რომ თითქმის სულ ვოცნებობს, მაგრამ ცხოვრებას საკმაოდ რეალისტურად ვუყურებ)
2)სამუშაო პატარა კაბინეტით, მკაცრად განსაზღვრული დროით, მოსაწყენი და ერთფეროვანი საქმით.
(ერთფეროვნება მართლაც მოსაბეზრებელია და არ მიყვარს)
3)გადაწყვეტილების მიღების, მითითებების მიცემისა და საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლის აუცილებლობა.
(ესეც იგივე..გადაწყვეტილებას ყოველთვის ჩემით ვიღებ და არ ვუსმენ სხვებს. ჯერ თაო და თაოო 😀 )
4)არაკეთილსინდისიერება, კონსერვატიზმი, სიზარმაცე, სტერეოტიპები და დადგენილი წესები.
(ზარმაცი თავად ვარ 😀 სტერეოტიპები და დადგენილი წესები მაღიზიანებს! )
5) სტანდარტულობა, ერთფეროვნება ინტერიერში, ჩაცმულობაში, ვარცხნილობასა და ქცევებში.
( დიდ ყურადღებას არ ვაქცევ…)
6) მოსაწყენი ცხოვრების წესი, საშინაო საქმეები.
( ამ მომენტში ჩემს ცხოვრებას დიდად არაფერს ვუწუნებ და საშინაო საქმეებს კიდევ მე არ ვაკეთებ..:D)
7) მისი მეგობრების იგნორირება, მისი შეხედულებებისა და იდეების უგულებელყოფა.
( ვაიმე, ამაზე ვცოფდები 😀 )
8) სკანდალები, ურთიერთობის გარკვევა.
( აჰა, ნეტავ ვის უწყობენ ამ სკანდალებს…)
9)მისთვის რომანტიკის, ვნების, ერთგულების, მომავალი ოჯახური გეგმების დაწყობის მოთხოვნა, სხვისი ცხოვრების წესისა და მსოფლმხედველობის თავსმოხვევა.
( ოჯახურ გეგმებზე ჯერ არ მელაპარაკებიან და კიდევ კაიხანი არ დამელაპარაკებიან, ასე რომ რა ვიცი.. 😀 სხვისი ცხოვრების წესი კი ძალიან არ მაინტერესებს, მე ჩემსას მივხედავ)
10)გაუთვალისწინებელი და გაუმართლებელი ხარჯები.
( როცა საკუთარი ფული მექნება, მაშინ გამაღიზიანებს…)
თითქოს უმრავლესობა დაემთხვა, მაგრამ სხვებსაც რომ გადავხედე, ძირითადად ისინია ჩამოთვლილი, არავის რომ არ სიამოვნებს… რა ვიცი… მე ჰოროსკოპს და ასტროლოგიას რომ დიდად არ ვწყალობ, ეგ კი ვიცი.
თუმცა, მიუხედავად ამისა, როდესაც დედა ჩემს სინელეზე მსაყვედურობს, არგუმენტად მომყავს ის, რომ თხის რქები ნელები ვართ 😀
თქვენ რას ფიქრობთ ჰოროსკოპზე და ზოგადად ასტროლოგიაზე? : ))

Advertisements

2 thoughts on “ჰოროსკოპი_რა მაღიზიანებს ყველაზე მეტად

  1. თაამ არრ დაგავიწყდეს რომ ეს ყვველაფერი ზოგადად წერია.
    იმდენი ადამიანია ერთი და იგივე ზდიაქოთი და ისეთი განსხვავებულები. ყველა ინდივიდია ეს ასეა.
    ჰოროსკოპებს კი მეც ძირითადად გასართობად ვკითხულობ.

    • მართალი ხარ^^ ყველა რომ ინდივიდია, მაგიტომ მიმაჩნია აბსურდად 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s