საჰაერო ბურთი_მადლობა ძმებ მონგოლფიებს!

1250172755_124992281525_lorraine_mondial_air_ballons

უძველესი დროიდან ადამიანები საჰაერო სივრცის დაპყრობას ცდილობდნენ. თურმე ჯერ კიდევ საიდან მოდის ფრენის სურვილი… ადამიანს ფრთები ვერ გამოებმევა, მაგრამ საჰაერო ბურთით ფრენა, ჩემი აზრით, ერთ–ერთი საუკეთესო ვარიანტია. ვერტმფრენი და მითუმეტეს თვითმფრინავი სულ სხვაა. იქ თითქმის ვერც აცნობიერებ, რომ ჰაერში ხარ.
აქ კი… აქ სულ სხვაა…
ჰაერის ნაკადს გრძნობ, რომელიც თმებს გიჩეჩავს…
ისეთი შეგრძნებაა, თითქოს ცოტაც და ღრუბლებს ხელით შეეხები…
ყველაზე, ყველაზე მაღლა ხარ და ღრუბლებს შორის დანავარდეობ…
ერთი ღრუბლიდან მეორეზე ხტები და სწრაფად მიიწევ წინ…
მზესთან ახლოს ხარ…
ახლა ხელით ცასაც მიწვდები…

1601290_618197351551527_1152336539_n

ეჰ, გადავვარდი ოცნებებში… 😀 მაგრამ როგორც ჩემს WISH LIST–ში წერია, საჰაერო ბურთით გასეირნება და პარაშუტით ხტომა საშინლად მინდა!!! ნუ, პარაპლანით მაინც დასაწყისისათვის… აიი მერე კი ჩემს ნამდვილ შთაბეჭდილებებს დავწერ ^_^
მაგრამ ალბათ არც მე და არც თქვენ არ გვეცოდინებოდა საჰაერო ბურთის არსებობა, რომ არა ძმები მონგოლფიები. ..
1783  წელს მათ ჰაერზე უფრო მსუბუქი ხომალდი – საჰაერო ბურთი ააგეს. მისი სფეროს გარსი ქაღალდისა და ტილოსგან იყო გაკეთებული, ხოლო ბურთი ავსებული იყო თბილი ჰაერით, რომელიც ცივზე მსუბუქია. და აი, 1783 წლის 21 ნოემბერს საფრანგეთში უამრავი ხალხის თანდასწრებით  მონგოლფიების საჰაერო ბურთი ჰაერში აფრინდა და ათ წუთში დაახლოებით 500 მეტრის სიმაღლეზე ავიდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ ძმები მონგოლფიების რეკორდი ფრანგმა ფიზიკოსმა შარლმა გააუმჯობესა. ჰაერზე მსუბუქი გაზით, წყალბადით გავსებულმა სფერომ ორ წუთში 1000 მეტრის სიმაღლეს მიაღწია.
ამ ცდებით დაინტერესებულმა პარიზის მეცნიერებათა აკადემიამ შესთავაზა ძმებს მონგოლფიებს, გაემეორებინათ საჰაერო ბურთით გაფრენა. ამჯერად საჰაერო სფეროს გამოაბეს გალია, რომელშიც მოათავსეს პირველი მგზავრები – ცხვარი და იხვი.(ცვხრისა და იხვის რომ შეგშურდება ადამიანს:D)  გაფრენის მშვიდობიანმა დაბოლოებამ მრავალ გულად ადამიანს აღუძრა სურვილი,  საჰაერო მოგზაურობა მოეწყო.
საჰაერო ბურთების გამოყენება მეცნიერული კვლევებისთვისაც დაიწყეს. ერთ-ერთი პირველები იყვნენ ორი ფრანგი მეცნიერი: ბიომ და გეი-ლიუსაკი, რომლებიც 1804 წელს 7000 მეტრის სიმაღლეზე ავიდნენ და იქ 6 საათი დაჰყვეს. იმ დროისათვის ეს ფანტასტიკური შედეგი იყო.
საჰაერო ბურთის ერთადერთი ნაკლი ის არის, რომ მისი მართვა არ შეიძლება. ის იქით მიფრინავს, საითაც ქარი დაუბერავს…

d7d7a0ef2628

Advertisements

4 thoughts on “საჰაერო ბურთი_მადლობა ძმებ მონგოლფიებს!

  1. ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე,, :დდ დასაწყისსში ისე აღწერე მეც წავედი ოცნებებშიი ;დდ
    გუდ ჯობ ❤

    • ფოტოების თვალიერებისას მე სულ ოცნებებში მივდივარ 😀 დაა იმედია მალე აგვიხდება^^
      თენქს ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s