დღეს თებერვლის პირველია და…

large
ღეს უკვე თებერვლის პირველია და… შენ ისევ არ მოხვედი. უკვე მერამდენედ გავატანე იმედები ქარს? ახლა იანვარმა წაიღო…
თებერვლის იმედად დავრჩი…
ახლა ისე ცივა, ისე, სიცივე ძვლებში ატანს და ვხვდები, რომ დიდხანს ვეღარ გავუძლებ…
პატარაობის შემდეგ, ალბათ ასე პირველად გამიხარდა თოვლი.
ფანჯრიდან გავიხედე და გარშემო ყველაფერი თეთრად შეღებილი რომ დავინახე, პატარა ბავშვივით ხტუნაობა დავიწყე.
ბნელოდა… მე კი ლამპიონის შუქზე შიშით ვაკვირდებოდი, თოვა არ შეწყდეს–მეთქი.
ისე მინდოდა პატარა ბავშვივით გუნდაობა, თოვლში ჩაწოლა და ხელებით ანგელოზის დახატვა, მაგრამ…
არავინ იყო. არავინ მითხრა. არავისთვის მითქვამს…
ღამე საწოლიდან ავდექი რამდენჯერმე მივიპარე ფანჯარასთან თითისწვერებზე. არ შეეშინდეს და თოვა არ შეწყვიტოს–მეთქი.
ისე ლამაზად ბარდნიდა…
მერე, აცანცარებული თინეიჯერივით მოვიქეცი და ფეისბუქზე დავპოსტე:”თოვლის მოსვლა ასე არასდროს გამხარებია…”
მილიონში ერთი იყო შანსი, რომ შენ ამას ნახავდი და მიხვდებოდი. არა, მარტო მიხვედრა არ მინდოდა მე. მე შენი მოსვლა მინდოდა…
დილით ადრიანად ავდექი.  ქუჩები ისე შეიღება თეთრად, შენ რომ გიყვარს…
პატარა იმედის ნაპერწკალი ჩამესახა… მაინც რა სულელი ბავშვი ვარ…
გარეთ გავედი. ქალაქს ჯერ კიდევ ეძინა. პირველი მარტოსული კვალი მე დავტოვე თოვლზე.
ეზოში შენი მანქანა იდგა.
ერთი…
ორი…
სამი…
გულმა დარტყმა გამოტოვა…
ფანჯრები, როგორც ყოველთვის, ჩაშავებული იყო, ვერ გხედავდი.
შენს მზერას ვგრძნობდი… თითქოს…
მეც მზერით მოგეალერსე და გზას გავუყევი სადღაც.
არც ძალიან შორს, არც ძალიან ახლოს, თოვლში ჩავჯექი და გუნდის გაკეთება დავიწყე.
მე ვხედავდი შენს მანქანას, შენ–ვერა.
შენ ვერ/არ მხედავდი მე.
მერე გამწარებულმა გუნდები უსასრულობას დავუშინე და წამოვდექი.
მე ბავშვი ვარ. ჰო, შენთვის პატარა ბავშვი, რომელიც შეუყვარდა.
შენ კი, ალბათ, ჩემთვის ზედმეტად “დიდი”ხარ…
მე არ მესმის შენი მძიმე დუმილი და ის, თუ რატომ არ მოდიხარ.
შენ გესმის?
ჩემი გესმის?
მაშინ, მოდი…
სახლში სულ სველი ავდივარ. აძაგძაგებული, შიშით მივდივარ ფანჯარასთან.
შენი მანქანა აღარ დგას…
დღეს თებერვლის პირველია და იმედებიც იანვარს დარჩა…

1604754_618199604884635_1801251086_n

5 thoughts on “დღეს თებერვლის პირველია და…

  1. შემოვიჭყიტე მეთქი ხომ არ დაუპოსტავს რამე და დამხვდა ცხელ ცხელი პოსტი მაგრაამმ :33 აააპპპ ! პოზიტიურ პოსტებს ველი მე შენგან ! <33

  2. თამო გამარჯობა,შემთხვევით აღმოვჩნდი შენს ბლოგზე და ძალიან მომეწონა,მე მესმის შენი,ვიცი რას ნიშნავს როცა ელი საყვარელ ადამიანს და ის ვერ მოდის,ან არ მოდის….მინდა წარმატებები გისურვო,ახლა უკვე აპრილია თამო და იმედი მაქვს შენც აპრილურად გახალისებული და ბედნიერი ხარ… აპრილი ხომ სიყვარულის თვეა

    • კეთილი იყოს შენი “ფეხი” ჩემს ბლოგზე. გამიხარდა^^ კეთილი სურვილებისთვის დიდი მადლობა, შენც წარმატებებს გისურვებ. აი, რამდენიმე დღეში ვნახავთ, როგორ გამახარებს აპრილი^^

Leave a reply to ლორელაის ბლოგი Cancel reply