ბაზალეთი…

418940_326735550695218_1530155612_n

 ახლა ისეთი გახარებული ვარ… მიუხედავად იმისა, რომ ეს დღეები დრო საერთოდ არ მაქვს და ახლაც ქართული გრამატიკის წიგნი მაქვს გადაშლილი, არ შემეძლო რომ არ დამეწერა პოსტი. თანაც, შემოსულს Carrie ^^ ს კომენტარი დამხვდა პოზიტიურ პოსტებზე და ახლა ისეთ პოზიტიურ ხასიათზე ვაარ… თუმცა, აქვე უნდა “ჩავაკვეხო”, რომ ხანდახან “შემომიტევს”  ხოლმე და ცოტა–ცოტა პესიმისტური პოსტებიც გამომერევა…
დღეს მორიგი მასწავლებლისგან საშინლად დაღლილი მოვედი სახლში. თანაც, გზები ისეა მოყინული, ხუთი წუთის სავალს თხუთმეტ წუთს ვანდომებ მგონი. კატასტროფულად მეშინია. აქვე უნდა ჩავურთო ისიც, რაც ჩემზე არ იცით.. სკოლაში მეორე კლასიდან ფრანგულსა და რუსულს ვსწავლობ. ინგლისური მხოლოდ წელს შემოიტანეს კლასში და აქედან გამომდინარე, ინგლისურში შედარებით მოვიკოჭლებ. სად წავედი… მოკლედ, ალბათ ყველამ იცით ეროვნული ოლიმპიადების შესახებ. წელს მხოლოდ ფრანგულზე გავედი და მეორე ტურშიც გადავედი… ჰოდა, სახლში რამდენიმე წუთის შემოსული ვიყავი, დაქალმა რომ მომწერა მობილურზე, პასუხები დაიდოო. მეც მაშინვე ვაფრინე მასთან ჩემი პირადი ნომერი და სანამ პასუხი მომივიდა, ფანჯარაში ლამპიონებს ვაკვირდებოდი უაზროდ 😀    რომ მომწერა, ორივე გადავედითო, ისე დავიწყე წივილ–კივილი, ჩემები გაკვირვებულები მომაშტერდნენ 😀 რომც არ გადავსულიყავი, ძალიან–ძალიან არ დამწყდებოდა გული, თუმცა ცოტა მაინც… ჰოდა რაც მთავარია, რადგან მეთორმეტე კლასელი ვარ და მესამე ტურში გადავედი, მიშვებენ ბაზალეთში! თებერვლის ბოლოს, სამი დღით. ისე მიხარია, რომ თბილისს და ამ საშინელ განრიგს ცოტახნით მაინც მოვწყდები^^  ალბათ ასე არ გამიხარდებოდა, ჩემი ერთ–ერთი გიჟი დაქალი რომ არ მოდიოდეს^^
425033_326735674028539_911527879_n

ესეც ბაზალეთის სასწავლო ცენტრი…^^
ეს ყველაფერი თავისუფალი უნივერსიტეტის პროექტია, მეთორმეტე  კლასელები დაგვასაჩუქრა.
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის პროფესორები ჩაატარებენ  ლექციებს და, მოკლედ, დაუვიწყარ სამ დღეს გვპირდებიან.
იმედია, ასეც იქნება…^^
იქედან ჩამოსული ცალკე პოსტს დავწერ შთაბეჭდილებებზე^^

Advertisements

4 thoughts on “ბაზალეთი…

  1. ჩემი სახელი, რომ ამოვიკითხე დავაწყიტე თვალები ;დდ ტექსტს მეორედ გადავავლე თვაალი ^_^ სხვათაშორის სანამ ამ პოსტს წავიკითხაავდი, წინა პოსტი ვნახე, რამე ხოარ მიპასუხა და ვერვნახეთქო ხოომმ ისე ფრანგული ძალიან მომწონს და მეც მინდა სწავლა :ხ , ახლა ეს რა მოსატანია დაა გგიილოოცავვ ^_^ დაააუვიწყაარრ დღებს გისურვეებ ❤ ❤ ხოდა კიდე სულ სულ პოზოტიურ ხასიათს გისურვებ ❤ პოზიტიური პოსტებისთვის ❤

    • რა საყვარელი ხარ^^ დიდი მადლობაა <33
      აუცილებლად მოახერხე და ისწავლე, ლამაზი ენაა^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s