ბავშვობაში ჩარჩენილი…

92hl4მოკლედ, ახლა ძალიან უნდა ვიბოდიალო… ძლივს გამოვნახე დრო ბლოგისთვის, მაგრამ რათ გინდა, იმდენად გამოფიტული ვარ, აზრზე არ ვარ რა დავწერო… თავში ქართულის თემების, ფრანგულის cond. present-ის, რუკისა და უნარების ტესტების გარდა, სხვა არაფერი მომდის… არა, როგორ არ მომდის, მაგრამ ვეჭვობ, თქვენთვის საინტერესო იყოს ეს ამბები. ბოლო ზარი, ბანკეტი, გამოცდები–გამოცდები.. და კიდევ ათასი წვრილმანი თუ მსხვილმანი… ნამდვილად ვერ შეგაწყენთ თავს ამ თემების განხილვით. ახლაც ისე ვბოდიალობ, ალბათ ზოგი იფიქრებს, “წაი, შვილო, დაისვენე, დაიძინე..” სადაა ძილი და კაი ცხოვრება:D ალბათ აბიტურიენტების უმრავლესობა ჩემს(ან უარეს) დღეშია. არა, არ ვუწუნებ. ნუ, პრინციპში, წუწუნი ჩემი “ჰობია”, მაგრამ აქ მაინც შევიკავებ თავს^^
რამდენიმე დღეა, ვფიქრობ, რა დავწერო ბლოგზე–მეთქი. ჰოდა, თავში ისეთი თემები მომდიოდა, ახლა იმის დაწერა რომ დავიწყო, ნამდვილად რაღაც აბდა–უბდა გამომივა. ასე რომ შემდეგისთვის…^^ ამდენს ვბოდიალობ და საბოლოოდ ერთ თემაზე  ვერ შევჯერდი და მგონი მაინც ცარიელი წუწუნი გამომდის…
დღეს მე და მამა უნივერსიტეტებზე ვმსჯელობდით. მეც ცანცარის ხასიათზე მოვედი და ამ ერთ–ერთ სერიოზულ თემაზე ისე დავიწყე საუბარი, ვითომც არაფერი. მერე სიცილი დავიწყე და დედამაც ასევე სიცილით მითხრა, ნეტავ როდის უნდა დასერიოზულდეო. სად მეჩქარება–მეთქი…:D მართლა, სად მეჩქარება? რაც მთავარია, ყოველთვის სიტუაციის შესაბამისად ვიქცევი, ვცდილობ ზედმეტი არაფერში მომივიდეს და ნაადრევად “დაბერება–დაგრუზვა” რაში მინდა?! ეგ კი არა, მულტფილმებსაც სიამოვნებით ვუყურებ. ჰო, აი, ასე, 18 წლის გოგო საღამოს დაღლილზე კომპიუტერში რომელიმე ძველ მულტფილმს ჩავრთავ და ვუყურებ. განტვირთვისათვის კარგი ხერხია. თან ვერთობი, თან ბავშვობას ვიხსენებ. ჩემმა 20 წლის მეგობარმა, რომელსაც უკვე სამი შვილი ჰყავს, გუშინ მითხრა, ბავშვობაში ხარ ჩარჩენილიო. სულ იმას მეღადავება, შენს ასაკში ორი შვილი მყავდაო. მე კიდევ მომავალი მინ. 5 წელი არც არაფერს ვაპირებ…:D
რამდენიმე დღის წინ “მეფე ლომი” ჩავრთე და შრამმა რომ მუფასა მოკლა, თვალები ამეცრემლა. ნუ, მიღწევაა, ბავშვობაში ვბღაოდი ხოლმე. იაპონურ ანიმეებსაც ვუყურებდი შარშან, ახლა აღარ მაქვს მაგის დრო… არის კიდევ ბევრი მულტფილმი, რომელსაც დღესაც სიამოვნებით ვუყურებ მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ქვეყნის სამეცადინო მქონდეს.
ჰოდა, ახლა ვარჩევ რომელიმე მულტფილმის გმირს, რომ ბოლო ზარზე დავიხატო… შეიძლება მართლა ბავშვობაში ვარ ჩარჩენილი, მაგრამ მე ვემხრობი იმ აზრს, რომ ადამიანს რამდენადაც შეუძლია, უნდა გაიხანგრძლივოს ცხოვრების ეს ლამაზი პერიოდი. უკან ვერ დაბრუნდებით.
kiss-gifd

Advertisements

One thought on “ბავშვობაში ჩარჩენილი…

  1. კარგია ^_^ შეინარჩუნე კარგი განწყობა ^_^ წარმატებებბს გისურვებ :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s