დავბრუნდი…

430409_326733677362072_40855969_n

დავბრუნდი… თბილისსაც დავუბრუნდი და ბლოგსაც. იმედია, პოსტების წერას უფრო ხშირად შევძლებ.^^ თუმცა, თბილისში კვირას დავბრუნდი და იქედან მოყოლებული სულ ვგეგმავ ამაზე პოსტის დაწერას, დღემდე ვერ მოვახერხე. წინის წინა სიახლეში ბაზალეთზე მიწერია. მთელი თებერვალი ველოდებოდი თვის ბოლოს, რომ დაერეკათ და თბილისს მოვშორებოდი. 5 მარტს დამირეკეს. 7, 8, 9 მარტი ბაზალეთის სასწავლო ცენტრში ვიყავი. იისეთი კარგი დრო ვატარეთ, ვერ აღვწერ. ვის ახსოვდა, თბილისში რომ ქვეყნის სამეცადინო მელოდა.. კარგი ნაკადი ვიყავით და ბავშვებიც კარგად ვერთობოდით ერთად. მიუხედავად იმისა, რომ დღეში შვიდი ლექცია გვქონდა და მათ შორის 10–15 წუთიანი შესვენება, დაღლილობას ვერ ვგრძნობდი. სამაგიეროდ, მერე ღამეებს ვათენებდით და ვერთობოდით^^ ჩვენთან ერთად თავისუფალი უნივერსიტეტის ეიჩარი და ხუთი პირველკურსელი იყო. არა, ხომ ისედაც მინდოდა თავისუფალში ESM-ში ჩაბარება, მაგრამ ახლა საბოლოოდ გადავწყვიტე, ხვალ ვრეგისტრირდები და პირველს freeuni-ს ვწერ. როცა ლექციები ჩამიტარდა და სტუდენტებისგანაც ყველაფერი დეტალებში გავიგე, აღარ ვყოყმანობ. აგრ.უნის. ლექტორებიც ძალიან კარგები არიან და, ალბათ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ბენდუქიძეს საუკეთესო კოლექტივი ჰყავს შერჩეული.
სასაცილო(ნუ ჩემთვის) ის არის, რომ თურმე ხალხში ასეთი სტერეოტიპია გავრცელებული:”მანდ როგორ უნდა ჩააბარო, ნერვებს გაგიფუჭებენ, გაჭაღარავებული და დანერვოზებული გამოხვალ…” კიდევ ბევრი… ესეც ბაზალეთზე გავიგე და გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა. მგონი ეჭვი არავის ეპარება, რომ მართლაც უმაღლესი დონის სწავლებაა და ამას გამოცდებზე მკაცრად რომ გთხოვენ, არ არის გასაკვირი. თუკი უნივერსიტეტში ჩააბარე, უნდა ისწავლო კიდეც. ბევრ საინტერესო საგანს გასწავლიან და, რაც მთავარია, სწავლება პრაქტიკულად მიმდინარეობს.
კიდევ ძალიან ბევრი კარგი რამის დაწერა შემიძლია, მაგრამ სამეცადინო მელოდება… ადრე ვთქვი, ბაზალეთიდან ჩამოსული შთაბეჭდილებებს აუცილებლად გაგიზიარებთ–მეთქი და აი ისიც. ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი და მათ შორის ჩემი პოტენციური კურსელებიც^^ კვირას ჩამოსული, ვწუწუნებდი, ისევ იქ დამაბრუნეთ–მეთქი… მოკლედ, ესეც შეპირებული პოსტი!^^

Advertisements

3 thoughts on “დავბრუნდი…

  1. თამ ველოდებოდი ამმ პოსტს და შენს შთაბეჭდილებებს. მიხარია,რომ კმაყოპილი დაბრუნდი. რაც შეხეება შენს პროფესიას, ეს შენ უნდა გადაწყვიტო, რადგან შემდომ შენს ცხოვრებაში უნდა გამოიყენო :**

    • მართალი ხარ:** ეს პერიოდი ძალიან მნიშვნელოვანია ყველას ცხოვრებაში, რადგან ირჩევ პროფესიას, რომელსაც დანარჩენი ცხოვრება უნდა გაყვე…
      ისეთი კარგი დრო გავატარე, ერთი სული მაქვს, შემდეგ წელს უკვე სტუდენტის სტატუსით წავიდე(იმედია).

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s