არეულ–დარეული…

ees

დღეს მასწავლებლისგან შედარებით გვიან დავბრუნდი. დავისვენე, რაღაცებს გადავხედე და კომპიუტერთან დავჯექი. ის იყო, რაიმე საინტერესო წასაკითი უნდა მომეძებნა, რომ გამახსენდა, ახალი პოსტის დაწერა მქონდა შეპირებული. ჰოდა, პირობა პირობაა–მეთქი გავიფიქრე და ახლა აქ ვარ. ისე მინდა წერა… მინდა ამოვირჩიო ერთი რომელიმე თემა და თავიდან ბოლომდე დავწერო ყველაფერი. დალაგებულად, აზრიანად, შინაარსიანად… ამ აბიტურიენტობის დროს აქამდე ასე ქართულის თემებს ვწერდი, მაგრამ დღეს დედაჩემმა საყვედურით მითხრა, სამი მძიმე გაკლდაო და სახეზე ამაფარა რვეული. ქვეყანა დაინგრა რა, სამი მძიმე… ისეე გავბრაზდი. საერთოდ, ვატყობ, რომ ნელ–ნელა აგრესიული და ნერვოზიანი ვხდები. ერთი გადახრილი სიტყვა და მე უკვე ცოფებს ვყრი. ბაზალეთზე განტვირთვამ ცოტა მიშველა, მაგრამ ალბათ სამი დღე არ მეყო. ჰოდა ახლა აღდგომის არდადეგებს ველი, მაშინ თუ მაინც მოვახერხე დასვენება. არადა, არც ამდენი სამეცადინო მაქვს, მაგრამ როცა ყველაფერი ერთად დაგეყრება თავს ადამიანს, მერე უკვე ვეღარ უძლებ… რამდენიმე სტუდენტმა ისიც მითხრა, აბიტურიენტობა ძალიან ტკბილად მახსენდებაო და ჩემი ალმაცერი მზერაც დაიმსახურა. “ეს ახლა კარგადაა?” ეს პერიოდი რომ მომენატროს, ანუ როგორი სტუდენტობა უნდა მქონდეს? უიმე, არ მინდა…
ყველაფერს ისიც ემატება, რომ მენატრება. მენატრება ცეკვა, ჩემი დაქალი, ის ჩემი მეგობარი და “ის”. დროის რაღაც მონაკვეთიც მენატრება რაღაც/ვიღაცების გამო. მე ვერც ამ პერიოდს ვიტან და ვერც “შენ”. ნერვებს მიშლის ის, რომ ახლა რაღაც მაინტერესებს და ვერ ვიგებ, იმიტომ რომ უბრალოდ არ მიყვები. მეზიზღება ის, რომ ახლა ისეთ ცუდ ხასიათზე დავდექი, ტირილი მინდა. ჩემი ხასიათის ასეთი უცაბედი ცვლილება მეზიზღება. არეულ–დარეული რომ ვარ, ესეც “შენი” და დროის ამ მონაკვეთის ბრალია. მეზიზღება, რომ ვერ ვცეკვავ. არა, ეს კი არ მეზიზღება, კატასტროფულად მტკივა, რომ სტუდიაში აღარ დავდივარ, არ ვიცი ახალი კომპოზიციები და ყველაფერი უფერულდება. ცეკვის ჩრდილი დარჩა… სექტემბერში კი ვეღარ იქნება ისეთი, როგორიც უნდა ყოფილიყო. იმედგაცრუებული ვარ “ჩემი მეგობრისგან”, მაგრამ უკვე თითქმის დავიკიდე. მწყინს, რომ ის სამი “თქვენი” შვილები არ არიან. ნერვები მეშლება, რომ ასე ადვილად ვეჩვევი ადამიანებს. ახლა ოდნავ მსუბუქად ვარ. “მე რაღაც დავწერე”. მონატრებას რომ ვცეკვავ…
ესეც შეპირებული პოსტი! არეულ–დარეული…

Advertisements

2 thoughts on “არეულ–დარეული…

  1. თავი ხელში აიყვანე. რისი სურვილიც გაქვს იმის საწინაღმდეგოდ წადი. როცა გინდა როომ აი ვინმე, რომელიმე ადამიანს მივარდე უყვირო, უღრიალო, ცემო, დამტვრიო – გაუღიმე. თუუ ხედავ რომ ისე არა როგორც უნდა იყოს არ გეუბნებიან რამეს, გატყუებენ, აფერისტობენ დააიგნორე. ზედმეტ ადამიანს თავი საკუთარ ადგილას მიუჩინე და ვინც ძვირფასსია თბილად მოექეცი, ჩაეხუტე, მიეცი საშუალება დაგამშვიდოს. განიტვირთე. ყველაფერი არეულ-დარეულია მაგრამ უნდა დაალაგო. თანაც სასწრაფოდ, რომ სიმშვიდე იპოვო თუ როგორც ითქმის ნუმოკლედ დამშვიდდე.

    • მადლობა, გაიხარე:** ეს თეორიულად ალბათ ყველამ იცის, მაგრამ პრაქტიკულად განხორციელებაა რთული. თუმცა, შეუძლებელი არაფერია. მე ვცდილობ…^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s