დაგვიანებულია, მაგრამ მაინც…

z7dh1

წესით, ახლა აქ კი არ უნდა ვიყო და ამ პოსტს ვწერდე, yahoo.com-ზე უნდა შევდიოდე და ახალ წერილს ვწერდე შენთვის. ჩემი მეგობრისთვის, რომელიც ახლა აღარ არსებობს, მაგრამ საკითხავია, მაშინ კი არსებობდა?! ვიცი, გაურკვევლად ვწერ და ალბათ დაგაბნიეთ, მაგრამ სხვანაირად არ შემიძლია… ან უკეთესი და ყველაზე სწორი, არ უნდა ვსარგებლობდე იმით, რომ სახლში მარტო ვარ და კომპიუტერთან დაჯდომა შემიძლია მიუხედავად იმისა, რომ სამეცადინო მაქვს. ხუთშაბათს ვთქვი, შაბათს მთელი დღე უნდა ვიმეცადინო–მეთქი, მაგრამ აბა ნებისყოფა? არ ჩანს…
ბოლო ორი დღეა, მეილით აქტიურად ვსარგებლობ და წერილებს ვაგზავნი. თითქმის ყველას ვუგზავნი შენ გარდა და შენს მისამართს რომ ვხედავ, იმაზეც ნერვები მეშლება. არადა, აშკარად არ უნდა მაინტერესებდეს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ვერ ვიტან გაურკვევლობას და იქამდე ვერ მოვისვენებ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ. ამის მხოლოდ ერთი საშუალება არსებობს. არა, ვიტყუები, ორია. მაგრამ პირველს არც განვიხილავ და რჩება მეორე–მეილზე წერილის მოწერა, რასაც ალბათ, ყველაფრის მიუხედავად, დღეს მაინც გავაკეთებ. ნერვები მომეშლება, მაგრამ გადავიტან… შენს საპასუხო წერილს დაველოდები, მაგრამ იმ იგნორსაც გადავიტან, რომელშიც ეჭვიც არ მეპარება. კიდევ უნდა გავბრაზდე საკუთარ თავზე, რომ ყველა ეჭვის მიუხედავად და რამდენიმე ფაქტისაც კი, არაფერს ვიმჩნევდი და ისევ ისე ვაგრძელებდი ყველაფერს. ვპასუხობდი შენს ზარებს, მეც გირეკავდი ხანდახან და ისე ვლაპარაკობდით, თითქოს მე არაფერი ვიცოდი და შენც ვერაფერს ამჩნევდი ჩემი “ჩამჭრელი” კითხვებიდან. ახლა არც ამას უნდა ვწერდე, საერთოდ შენთან დაკავშირებით ყველაფერი უნდა მეკიდოს, მაგრამ რა ვუყოთ, რომ ვერ ვიტან გაურკვევლობას. არადა, რა ოსტატურად აკეთებდი ყველაფერს. ნუ ეს კი დასაფასებელია…
მიუხედავად ყველაფრისა, საპირისპირო რომ დამტკიცდეს(თუმცა აზრზე არ ვარ, როგორ მოახერხებ), მერე ალბათ დანაშაულის გრძნობა უნდა ვიგრძნო(?)… არადა მართლა არაფრის ღირსი არ ხარ, არც ამ პოსტის და მითუმეტეს არც იმ წერილის, რომლის დაწერასაც საღამოს ვაპირებ…
ყოველ შემთხვევაში, ალბათ ეს პოსტი დაგვიანებულია, ის წერილიც დაგვიანებული იქნება და, საერთოდ, ჩემი რეაქციას “პოზნია”. მაგრამ, რაღაც მომენტებში, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს… დაგვიანებულია, მაგრამ ამას ჩემივე სიმშვიდისათვის ვაკეთებ…
P.S ეს მგონი ზედმეტად “რაღაცნაირი” პოსტია და მომიტევეთ… თუმცა, რომ არ დამეწერა, ვერ მოვისვენებდი. ახლა წავალ და ვიმეცადინებ… მართალია, ამ ბოდიალს ჯობდა რაიმე პოზიტიური პოსტი დამეწერა, მაგრამ.. სამაგიეროდ, დარწმუნებული ვარ, ხვალ ძაალიან პოზიტიურ განწყობაზე ვიქნები ^_^

Advertisements

4 thoughts on “დაგვიანებულია, მაგრამ მაინც…

  1. აი ქენ“თ სეი ანისინგ ;/ მაგრამ ერთს გეტყვი წერე ის რაც გინდა და როგორც გიინდა, როგორ განწყობაზეც ხარ :3

  2. თამოოო :))) უცნაური გრძობა ყოფილა იმ თემაზე პოსტის წაკითხვა, რაც უკვე იცი… რა გითხრა არ ვიცი, მეც მაქვს ეს გამოვლილი და პირადი გამოცდილებიდან გეუბნები, არ მოისვენო სანამ ყველაფერს არ გაარკვევ, თორემ მერე აუცილებლად ყოველთვის გაგახსენდება, რომ შეგეძლო გაგეკეთებინა რაღაც, მაგრამ გარკვეული მიზეზების და გამო, ან თუნდაც უმიზეზოდ, არ გააკეთე.
    აბა შენ იცი და ისიც იცი, რომ ჩემი სიზმრის განხორციელებაზეც არ გეტყვი უარს 😉 😀

    • ნათიი, როგორ მიყვარხარ შეენ! ❤ მართლა ვერ მოვისვენებ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ და მე იმას ვფიქრობ, ერთხელაც არ გადარტყას თავში და არ დავრეკო 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s