არ ვარ მე პესიმისტი!..

realist

საერთოდ, არც ოპტიმისტებს ვეკუთვნი დიდად და არც პესიმისტებს, რეალისტი უფრო ვარ. მიუხედავად ამისა, ვგიჟდები ოცნებაზე და ამაზე უამრავ დროს ვხარჯავ. თუმცა, ზუსტად ვიცი, სად არის ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის. ვოცნებობ იმაზე, რისი ახდენაც რთულია, ხანდახან შეუძლებელიც, მაგრამ ამ ყველაფერს ვაცნობიერებ და ტყუილად კოშკებს არ ვაგებ. ხოლო წარმოვიდგენ იმას, რის ახდენასაც, ადრე თუ გვიან, აუცილებლად შევძლებ!
რამდენიმე დღის წინ ჩემს მეგობარს “ლექცია” ჩავუტარე, რომ ხალხისგან ზედმეტად ბევრს ელის. შემდეგ, როდესაც იმედი უცრუვდება, ის დეპრესიაში ვარდება, მე კი ამაზე ნერვები მეშლება. ბევრს ველი/მოვითხოვ ჩემი უახლოესი ადამიანებისგან, მაგრამ სხვებისგან ოდნავ მეტსაც არ ველი. რადგან მე, ან სხვა ვინმე აკეთებს ბევრს და მაქსიმალისტია, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხსაც იგივე უნდა მოსთხოვოს. მე ვერ ვხედავ, რომ ამის უფლება ვინმეს ჰქონდეს. არ ვთხოვ და შესაბამისად, არც მოველი. მერე მაინც იმედი უნდა გამიცრუვდეს… სწორედ ამ ამბის მოყოლის შემდეგ, ჩემმა მეორე მეგობარმა მე ჩამიტარა “ლექცია”, რომ თითქოს სამყაროს პესიმისტურად ვუყურებ და “ხალხი არ გაფუჭებულა ისე, როგორც მე ვფიქრობ”. არ ვარ მე პესიმისტი! რეალისტი ვარ და სწორედ ამიტომ არ მოველი არავისგან მეტს. მე ვიცი, ვისი იმედიც უნდა მქონდეს ყველანაირ სიტუაციაში და მასგან ველი დახმარებას. აი უახლოესმა ადამიანმა თუ გამიცრუა იმედი, მერე მართლა მეც დამეწყება დეპრესია ალბათ… არ ვიცი, ასეთი განწყობილბა ზედმეტად ცუდია და მე მართლაც ხელი მაქვს ჩაქნეული, თუ უბრალოდ ყველაფერს რეალურად აღვიქვამ. უბრალოდ ვფიქრობ, რომ ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც უცხოსთვის შეიწუხებს თავს და რაიმეს გააკეთებს. ვცდილობ, არაფერი და არავინ არ გავაიდიალო, რადგან შემდეგ, უმეტეს შემთხვევაში, ამას გულისტკენა მოყვება. არ მჯერა მე იდიალურობის…
თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს კარგია თუ ცუდი?^^

Advertisements

10 thoughts on “არ ვარ მე პესიმისტი!..

  1. ცუდი ნამდვილად არ არის,პირიქით ასე ჯობია,თანაც ადამიანის გაიდეალება არ არის მიზანშეწონილი,რადგანაც ერთ დღეს ამ იდეალმა შეიძლება ისე გატკინოს გული რომ სულ დაგიმსხრიოს შეხედულებები იდეალებზე.რეალობის აღქმას რომ არ კარგავ ეს ნამდვილად კარგია,ცხოვრება ისეთია,რომ სხვებისგან არ უნდა მოელოდებოდე რაიმე გამორჩეულს,უბრალოდ საკუთარ თავში ჩაიხედე შენგან რას მოელის ხალხი ის გაარკვიე.მაგრამ თავს იმაში ნუ დაარწმუნებ რომ ყველა ადამიანი გაგიცრუებს იმედს.

    • მადლობა ასეთი კომენტარისთვიის :** ყველა ნამდვილად არა, მაგრამ ეჭვი მეპარება, უცხომ(თუნდაც ნაცნობმა) რაიმე გამორჩეული გააკეთოს შენთვის. არიან გამონაკლისები, მაგრამ იშვიათად. ალბათ იმედგაცრუებისა და გულისტკენის მეშინია და თავიდანვე ასე ვარ განწყობილი…

  2. ადრე მეგონა, რომ მე როგორიც ვიქნებოდი ისეთი იქნებოდნენ ჩემს მიმართაც ყველა, ეხლა რო ვუკვირდები ვხვდები რა არიფი ვიყავი..

  3. მართალი ხარ. ბევრი მეგობარი აუცილებლად კარგ მეგობრებს არ ნიშნავს ყოველთვის.^^

  4. maxsovs shentan amaze ro mqonda laparaki. yoveltvis imaze mets vaketeb vidre chemgan moitxoven da rac sachiroa imaze kidev ufro mets. mere ki mikvirs ratom sxva ar aketebs igives. ragac momntshi mindeba yvela chemnairi maqsimalisti iyos xolme aset shemtxvevebshi, magram martali iyavi mashin, yvelas amas ver motxov…. pirovnebaze da kidev ufro ragac metzea damokidebuli

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s