არ შეეჩვიოთ ზედმეტად…

anime-girl
ახლა ისე ვარ, სადმე რამე რომ არ დამეწერა, მართლა ცუდად გავხდებოდი… არადა, თუ წერა მინდა, სჯობს წავიდე და ესე დავწერო… სიზარმაცეეეე!.. ერთ–ერთ პოსტში ჩემს ძველ მეგობარზე მეწერა, რომლისთვისაც წერილი უნდა მიმეწერა. ეს რამდენი ხნის წინ იყო და მე მხოლოდ გუშინ მოვახერხე დაწერა. თითქოს ამოვისუნთქე, მაგრამ ახლა იმაზე ფიქრი ამეკვიატა, ნახავს თუ არა ამ წერილს. და მერე თუ ნახავს, პასუხს თუ მომწერს. სიმართლის გაგებისთვის მეორე გზას ახლაც არ განვიხილავ…  თუმცა, მომავალში არ ვიცი რა იქნებდა და შეიძლება, ერთ დღესაც მობილური ავიღო და მისი ნომერი ავკრიფო. წინასწარ არავინ არაფერი იცის…
გუშინ იისეთ უაზრო ხასიათზე ვიყავი, აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა. რაღაცის გაფუჭება ან ვიღაცისთვის ნერვების მოშლა მინდოდა(ჰო, ესეც მახასიათებს ხოლმე ხანდახან). მაგრამ ვერც ერთი გავაკეთე და ისევ ისტორიის სწავლა განვაგრძე გვიანობამდე და ძლივს მივაღწიე საწოლამდე. დღეს კიდევ ერთი ამბავი, რომელიც საშინლად არ მესიამოვნა და კიდევ ერთი მონატრება… საბოლოოდ კი, იმ დასკვნამდე მივდივარ, რომ არ უნდა მივეჩვიოთ/შევიყვაროთ ის ადამიანი, რომელსაც შეუძლია უცბად გაქრეს, აორთქლდეს შენი ცხოვრებიდან და “საჩუქრად” მონატრება და გულდაწყვეტა დაგიტოვოს. თუმცა, თუ ისეთივე ძვირფასი ხარ შენ მისთვის, როგორც შენთვის ისაა, ამას არ გააკეთებს. ცალმხრივი აბსოლუტურად ყველაფერი მტკივნეულია.

“არ არსებობს სიყვარული, მით უმეტეს ცალმხრივი! აი ესეთი რამე არ არსებობს, ჩვენ ვიგონებთ, გონება კი ამ გამოგონებების გასაფანტავად გვაქვს, იფიქრე! იფიქრე და მიხვდები, არ შეიძლება გიყვარდეს ის, ვისაც არ უყვარხარ! ეს საკუთარი თავის დამცირების უკიდურესი ზომაა!”
 
 ,,ცოტა ხანში მიხვდები, რომ ყველას არ უნდა ენდო და არ უნდა შეიყვარო/შეეჩვიო, მითუმეტეს ინტერნეტში. ვიცი, სულ პირველად მეც ინტერნეტში გამიცანი, მაგრამ ჩემთვის ასე ძვირფასი რომ არ იყო, მეც ზოგივით ავვორთქლდებოდი და ჩემი ცხოვრების მიუხედავად, არ გამოვძებნიდი დროს შენთვის”. ეს მითხრა ჩემმა მეგობარმა, რომელიც ხშირად მიტარებს ხოლმე ‘საყვარელ ლექციებს’.  საერთოდ, ვირტუალურ ურთიერთობებს არ ვენდობი დიდად მიუხედავად იმისა, რომ მყავს რამდენიმე მეგობარი, რომელიც ინტერნეტში გავიცანი, თუმცა ახლა მათ უკვე ინტერნეტ–მეგობრებს ვეღარ დავუძახებ, ჩემი ცხოვრების განუყრელი ნაწილები არიან ისევე, როგორც ჩემი ბავშვობის მეგობრები.
ალბათ მალე გამივლის ეს განწყობა, მაგრამ ამ გამოცდილებას რამდენად გამოვიყენებ მომავალში, ვერ გეტყვით… “ასაკი გემატება, ცუნცულ, და ჭკუა არა”–მიჩიჩინებს ისევ ჩემი მეგობარი. მომემატება, სად წავა… 😀 😀

Advertisements

One thought on “არ შეეჩვიოთ ზედმეტად…

  1. ყველაფერი საჭიროა თამ, მაგრამ ზომიერად.. ეცადე ადამიანები რეალურად შეაფასო და გამოიცნო რას უნდა ელოდო, რომელიმე კონკრეტული ადამიანისგან.. ასე ნაკლებად გაგიცრუვდება დამყარებული იმედი….

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s