Tout ira bien!..

1453246_639828892727769_2132559466_n
აი, ახლა ისე მინდა, ამ გოგოსავით ვიყო, ფოტოზე რომ არის… ჩაის ისედაც ვსვამ, მაგრამ სამწუხაროდ, სახლში მარტო დარჩენა და ფანჯრის რაფაზე წამოსკუპება არ მეღირსება. თანაც გაციებული ვარ სასტიკად და საერთოდ არაფერი მშველის. არადა, ხომ ვიცი, ასეთ მდგომარეობაში რომ ვარ, ჩემი ბრალია. აბა, რომელი ნორმალური მოიქცეოდა ისე, როგორც მე გუშინ. თან ხომ ვიცოდი, რომ გავცივდებოდი… ხოდა, ვერც ვერაფერს ვწერ და ვერც ვერაფერს ვკითხულობ, თავში არ შედის. არადა, გუშინ მთელი ენთუზიაზმით ვემზადებოდი დღეისთვის, ათასი რამ უნდა მესწავლა. რაც ფრანგულიდან მოვედი, ერთი ესე ძლივს მივჯღაპნე. საჭმელსაც ვერ ვჭამ და საერთოდ, ვერც ვლაპარაკობ. შეგშურდებათ პირდაპირ ისეთ მდგომარეობაში ვარ რა! 😀  მე რომ რამეს დავგეგმავ, სასწაული უნდა მოხდეს რომ გამომივიდეს. იდეაში არ უნდა მეწუწუნა, მაგრამ რაღაც სულ მანდეთკენ მივდივარ. თან ისეთ უჟმურ ხასიათზე ვარ… ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საატესტატოს ისტორიის გამოცდა რომ მახსენდება, მაკანკალებს. ასე სექტემბერშიც კი არ ვიყავი, როცა ფიზიკას ვაბარებდი. მაშინ ვემზადებოდი, ახლა კი ჩემთვის ვჯახირობ რაღაცას და გაკვეთილის კითხვისას რომ აღმოვაჩენ, რაღაც მახსოვს და ყველაფერი არ დამვიწყებია, აი მაშინ ვარ ბედნიერი:D საერთოდ მე და რიცხვების დამახსოვრება ვერ ვმეგობრობთ და წარმოიდგინეთ, როგორი დამოკიდებულება მექნება ისტორიისადმი. არადა მაინტერესებს, სიამოვნებით ვკითხულობ, მაგრამ მათ დამახსოვრებაზე მაჟრიალებს…
კიდევ იმაზე ვფიქრობ, რომ ბოლო ზარის “სიტყვა” მაქვს დასაწერი და ვფიქრობ რა ვქნა, რომ ზედმეტად სენტიმენტალური, ან ზედმეტად ზედაპირული არ გამოვიდეს. მიდი და უპოვე ამათ ოქროს შუალედი.
კიდევ იმაზე ვფიქრობ, “საროჩკაზე” ვის დავახატინო? მართლა ცოტა დრო რჩება და მე კიდევ ასე არხეინად ვზივარ და მხოლოდ ერთი ვარიანტი მაქვს და იმანაც თუ ვერ მოახერხა, მერე ოო…
ჰო, კიდევ ის მაინტერესებს, ვინაა ის ბაიკერი, ბოლო ერთი კვირა, ყოველდღე რომ ერთი და იმავე დროს ჩემს უბანშია. თქვენ ხომ არ იცით, როგორ მიყვარს მე ბაიკები და რა მემართება, როცა მათ ხმას ვიგებ… და რამდენიმე დღის წინ თორმეტის ნახევარზე რომ მისმა ხმამ გამაღვიძა^^
ყველაზე მეტად კი ის მაინტერესებს, 9 ივლისს რომ ბოლო გამოცდიდან გამოვალ, რა მაგარი შეგრძნება იქნება. თავს მსუბუქად რომ ვიგრძნობ და კვლავ შევიგრძნობ ტკბილ თავისუფლებას. აი, ეს იქნება ყველაზე მაგარი გრძნობა!
იქამდე კი ბოლო ზარი და ბანკეტია, სადაც ვაპირებ სუულ ბოლომდე გავერთო და ჯანდაბამდეც ეს გამოცდები! ხომ ვიცი რომ მაინც ჩავაბარებ და ნეტავ რა მანერვიულებს… მაგრამ მე “იქ” მინდა და შესაბამისად, მაღალი ქულებიც მინდა! 😀
წელს როგორ ყველაფერი მაინც გამოცდებამდე მიდის რა…
ბოლოს მაინც Tout ira bien!
წარმატებები თქვენ!^^

Advertisements

5 thoughts on “Tout ira bien!..

  1. ნამეტანი დამიგვიანებია ამ პოსტის ნახვა .. თუმცა მეპატიება 1 კვირა ინტერნეტი არ მქონდა ((
    უი ბოლო ზარი *>* წესიტ დღეს უნდა გქონოდა.. როგორ ჩაიარა *>* ?
    ბაიკერს თუკიდევ ნახავ მიდი და უთხარი რომ “გაგაკატაოს” *>*

    • უიი, არა უშავს, რა გვიან :** სულ მიხარია ხოლმე შენი კომენტარები ^^ ჩემს სკოლაში 19-შია ბოლო ზარი და მერე პოსტსაც დავწერ.
      ოო, გუშინ ჩემი სადარბაზოს წინ იდგა წითელი იამაჰა, მაგრამ თავად ბაიკერი არსად ჩანდა 😦 😀

  2. მააშ ველოდებიიი ბოლო ზარის პორსტსს *>*
    სკოლის ბოლო დღეაა დაა აუცილებლად ყველანაირად ეცადე, რომ ბრწყინვალე ხაისათზე იყო..*>* წაარმატებებბი, წარმატებები, სულ სულ გაბრწყინებულ სახესს და რაღაც აჟიტირებულ ხასიათს გისურვებ, რომ დრო კარგად გატარო და გაერთო *>* ❤ შენი ბლოგი ჩემს რიდერში სულ ყოველთვისსაა ❤

  3. ვაიმე, რა საყვარელი ხარ. ძალიან, ძააალიან დიდი მადლობაა! შენ სულ ასეთი თბილი, მხიარული და კარგი ყოფილიყავი:* ბოლო ზარზე მე მაინც ამეტირება, წინასწარ ვიცი 😀
    მეე შენგან ახალ პოსტებს ველიიი^^ ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s