ისევ… “წერილი”…

anime-girl-computer
ზუსტად ათი წუთის წინ გავხსენი Windows movie maker, ბანკეტისთვის ვიდეოს გაკეთება მინდოდა და შარშან თებერვალში გაკეთებული ვიდეოს ფოტოები რომ ვნახე… შენი დაბადების დღისთვის.
მაშინ ისე მიხაროდა, გავახარებ–მეთქი, იმდენი ხანი ვარჩევდი ფოტოებსა და მუსიკას.. არ ვიცი.. ალბათ მართლა გაგიხარდა, მაშინვე რომ გადმომირეკე და მადლობებს მიხდიდი ამ სიხარულისთვის.
გუშინ მობილური ხელში ავიღე და ისევ დავდე, ნომერი არ ავკრიფე. მერე ვიფიქრე, მესიჯს გავუგზავნი, მეილი ნახოს–მეთქი, არც ეს გავაკეთე.
სწორედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს არ იმსახურებ, ნერვები მეშლება.
მწყინს.
ოთხ თვეზე მეტი გავიდა უკვე.
ოქტომბერში, საატესტატო გამოცდებზე რომ მამხნევებდი, ახლა ისევ მეწყება საატესტატოები. ერთ კვირაში…
სულ მალე დავიღლები ამ თემაზე წუწუნით, ცოტახანი გავჩუმდები და მერე გავაკეთებ იმას, რასაც დასაწყისში არც განვიხილავდი.
თავიდანვე ვიცოდი რაც უნდა გამეკეთებინა, მაგრამ მაშინ სიბრაზით ვიყავი შეპყრობილი და კარგად ვერ დამთავრდებოდა.
საერთოდ, ეს “კარგად” ვერ დამთავრდება, მაგრამ ნეიტრალურობა 4 ever… 😀
სწორედ ისაა პრობლემა, რომ ბევრ საკითხში არ შემიძლია ნეიტრალურობა და ძალიან ემოციური ვარ.
რასაც არ გწერ და არ გეუბნები, აქ ვწერ…
ხოდა ერთხელაც ვიტყვი!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s