ბოლო ზარი და გამოცდები

10384939_793091394047944_1343335784361574609_n
მართალია ბოლო ზარისთვის დიდი და გრანდიოზული პოსტის მიძღვნა მინდოდა, მაგრამ გამოცდების გადამკიდე ვერ გამომივიდა. დღეს ბოლო საატესტატო გამოცდა ჩავაბარე და ამიტომაც, ბოლო ზარსა და გამოცდებს ერთად მოვაქცევ.^^
ბოლო ზარი 19–ში მქონდა, დილის 10სთ–ზე დაიწყო ჩვენი ღონისძიება. იქამდე 9–ზე მივედით სკოლაში. სულ მიყვარდა ყურება, როცა მეთორმეტე კლასელები გაკვეთილების პროცესში შედიოდნენ მასწავლებლებთან და მაისურებზე აწერინებდნენ. 19–ში მე დავრბოდი და ბავშვებთან ერთად ხან რომელ მასწავლებელს შევუვარდი, ხან რომელს. კარგი გრძნობა ყოფილა ფლომასტერებით აქეთ–იქეთ სიარული. იმაზეც მეცინებოდა, პატარები რომ მთხოვდნენ მეც დაგაწერო, ადრე მეც მინდოდა ვინმეს მაისურზე წამეჯღაპნა.
ღონისძიება ძალიან სადად ჩავატარეთ, არ ყოფილა არც მასწავლებლების დაცინვა/სკეჩები და არც ცეკვა. ბავშვობა გავიხსენეთ, მასწავლებლებს მადლობა გადავუხადეთ და დავემშვიდობეთ. ვაჩვენეთ ვიდეო, სადაც პირველი კლასიდან მეთორმეტემდე ჩვენი ცხოვრება იყო აღწერილი სურათებითა თუ ვიდეოებით. საბოლოოდ მაინც ვიტირე…
უფრო საშინლად “ვიბღავლებდი”, საკუთარი თავისათვის დაწყნარება რომ არ მებრძანებინა. საღამოს რესტორანში წავედით და… არ ვიცი, ვერ ვწერ ემოციურად… არადა იმდენი ემოცია, განცდა, სიხარული და გულისწყვეტა იყო, რომ ვერ აღვწერ. ვუყურებდი ჩემს კლასელებს და ვფიქრობდი, რომ ერთობლივი მხოლოდ ბანკეტიღა დაგვრჩა და ასე ყველანი ერთად აღარ ვიქნებოდით. მერე დამრიგებელმა ჩვენი კლასის დღესასწაულად გამოაცხადა 19 მაისობა. ყოველ 19 მაისს ასე შევიკრიბოთ, შემდეგ კი ქმრებით/ცოლებით და შვილებით მოდითო… სათქმელად და წარმოსადგენად ძალიან ლამაზია, ყველაფერს დრო გვიჩვენებს…
ასე უცბად ვერაფრის შეცვლას ვერ ვგრძნობ… ვერც იმას, რომ გავიზარდე–სრულწლოვანი ვარ და თან ატესტატიანი. ვიცი, რომ წინ უფრო დიდი რამ მელის და ძალიან უნდა ვიშრომო რომ იმ ოც კაცში მოვხვდე, მაგრამ ჯერ არ ვნერვიულობ და ეს ალბათ კარგიცაა. უბრალოდ რაღაც დონეზე ვხვდები, რომ აღარ ვარ ის პატარა ბავშვი, გავიზარდე და ახლა შედარებით მეტი მომეთხოვება. თუმცა მე მაინც არ ვჩქარობ გაზრდას… ისევ ვუყურებ დისნეის მულტილმებს, ანიმეებს და რაც მომინდება იმას. შემიძლია ქუჩაში ბოლო ხმაზე ვიცინო და გავაკეთო სისულელეები იმის მიუხედავად, რომ უკვე “დიდი” ვარ და “არ მეკადრება”. ისევ ისე მიხარია და განვიცდი, როგორც პატარა ბავშვს…
მეორე დღეს კი პრეტესტი იყო და კონცერტი, რომელიც სკოლამ ჩაგვიტარა მეთორმეტეკლასელებს.
ოთხივე გამოცდამ წარმატებით ჩაიარა და უკვე ატესტატიანი გოგო ვაარ. ^^ სამწუხაროდ სამი ბავშვი ჩაიჭრა… აი, ისტორიის ისე მეშინოდა… ყველა წელი ერთმანეთში მქონდა არეული…
დღეს, ხვალ ვისვენებ და ორშავათიდან ახალი შემართებით შევუდგები ეროვნულებისათვის მზადებას.
წარმატებები ყველას! ^^

Advertisements

5 thoughts on “ბოლო ზარი და გამოცდები

  1. გილოცავ თამ * გამიხარდა ძალიან რომ ატესტატიანი გოგო ხარ და უფრო გამიხარდა, რომ ასე შემართებით და თავდაჯერებულობით ემზადები მისაღები გამოცდებისთვის.. * რა ფაკულტეტი აირჩიე ? *>*

  2. მადლობაა:** პირველი თავისუფალის ბიზნესი მიწერია^^
    უი, მართლა რა კარგი და აზრიანი ფოტოა^^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s