ემოციებით სავსე ზაფხული

images (1)უკვე იმდენი ხანია არაფერი დამიწერია, არც კი ვიცი, საიდან დავიწყო. პირველ რიგში, მივხვდი, რომ აქაურობა ძალიან მომენატრა და ასე აღარ დავიკარგები… ეს ზაფხული ცოტა არეული და ემოციებით სავსე იყო, თუმცა ყველაფერი თავიდან…

გოგოები დაქალთან ვიყავით სოფელში, შემიძლია ვთქვა, რომ მართლა ძალიან მაგრად გავერთეთ, რაღაც–რაღაცებს თუ არ ჩავთვლით. ეს რაღაც–რაღაცები კი ეროვნული გამოცდების პასუხები იყო. ოთხივე ვაბარებდით, მერე ბიჭებიც ჩამოვიდნენ, და, მოკლედ, რვავე ცუდად ვიყავით პასუხების გამოცხადებისას. მითუმეტეს რომ უფრო მეტს მოველოდი მე, მაგრამ უკვე აღარაფერი ეშველება… ამას იმწუთას ვერც ერთი ვხვდებოდით და პასუხების გამოცხადების დღეები ჩვენთან ნახევრად მკვდარი იყო. მიუხედავად ამისა, ყველაფერი არც ამით იწყება და არც ამით მთავრდება. ამ რამდენიმე დღეს თუ არ ჩავთვლით, ძალიან კარგი ზაფხული მქონდა.

SAM_5373
კვირიკობას სალოცავზე ავედით. მთელი გზა ისეთი შეგრძნება მქონდა, ამას უბრალოდ ვერ აღვწერ… რამხელა მადლია და რა საოცარი შეგრძნებაა მთის წვერზე სალოცავზე ასვლა, იქაურობის დათვალიერება და ლოცვის მოსმენა, ამის აღწერა შეუძლებელია… ყველა მხარე თავისებურად განსაკუთრებულია, თავისი სილამაზე და ღირშესანიშნაობები აქვს, მაგრამ ამ ზაფხულს იმერეთი ოფიციალურად შემიყვარდა! მიუხედავად იმისა, რომ იქაური არ ვარ და არც არავინ მყავს ნათესაობაში იმერეთიდან, მაინც განსაკუთრებული გრძნობები მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ძალიან კარგი მოგონებები მაკავშირებს მასთან.

IMG_2680SAM_5378

თბილისში დაბრუნებისას კი ისეთი დახუთულობა და შებოჭილობა ვიგრძენი, აღარ ვიცოდი სად გავქცეულიყავი. მე და დედას სადმე წასვლა გვინდოდა და რადგან თვითონ მოხევეების დისწულია, ავიტეხე, ყაზბეგში წავიდეთ–მეთქი. ვიცოდი, თვითონაც ძალიან უნდოდა, ჰოდა, მეც გავიხარებდი და ისიც. ბოლოს შვიდი წლის წინ ვიყავით და ნორმალურად აღარც მახსოვდა. ჰოდა, აგვისტოს შუა რიცხვებში უკვე ყაზბეგში აღმოვჩნდით!
IMG_2747
გარშემო იმდენი ტურისტია, რომელი ქვეყნიდან აღარ ჩამოდიან. ცენტრში რომ გავიხედავდი, მოხევესა და ქართველზე მეტი ხანდახან ტურისტი იყო ხოლმე. ისეთი აღფრთოვანებულები უყურებდნენ ცამდე აზიდულ მთებს, სიამაყით ვივსებოდი. თუკი იმერეთმა წელს განსაკუთრებით შემაყვარა თავი, ყაზბეგი უკვე დიდიხანია მიყვარს. ბავშვობიდან მოხევეების ქება და ლარსის ამბები მესმოდა. სამწუხაროდ, გზა გადაკეტილია და ვეღარ გადავდივართ, ამიტომ მხოლოდ ყაზბეგს დავჯერდით.

თავიდან სამი–ოთხი დღე ძალიან გამიჭირდა. გარშემო ჩემი ტოლი ვერავინ ვნახე, სულ უცხოელები იყვნენ და ნერვებზე ვიშლებოდი. თუმცა ცოტახანში ამასაც მივეჩვიე. ჩავიდოდით პარკში, დავსხდებოდით სკამზე და წიგნის კითხვას შევუდგებოდით. ხან ვკითხულობდით, ხამ ვსეირნობდით და ხანაც ნათესავებთან ვიყავით. საბოლოოდ, მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ იქ დასვენებით, იქაურ ჰაერსა და მთებს არაფერი შეედრება. საითაც არ უნდა გამეხედა, ყველგან გასაოცარი სილამაზისა და სიმაღლის მთები იყო.
IMG_2791IMG_2743

ალექსანდრე ყაზბეგის მუზეუმი კიდევ ერთხელ დავათვალიერე, ყველაფერი არ მახსოვდა. ყველაფერი კი არა, შვიდი წლის წინ დათვალიერებულიდან მხოლოდ ნახევრად დამწვარი ხევის დროშა და მოჩხუბარიძეს(დედამ შეარქვა ასე ალექსანდრეს) აკვანი მახსოვდა.

IMG_2759

IMG_2760

IMG_2762

28 აგვისტოს, მარიამობას, მოხევეები განსაკუთრებულად აღნიშნავენ. ყველა ადის გერგეტის სამებაზე, სადაც დოღი იმართება. დედაჩემს გამოვუცხადე, იქ თუ არ ამიყვან, აქედან ფეხს არ მოვიცვლი–მეთქი. მართალია, მე ფეხით მინდოდა ასვლა, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ მოვახერხეთ და ამიტომ მანქანით მოგვიწია ასვლა.

აი, ეს შეგრძნებები კი მართლა არ ვიცი როგორ აღვწერო. იმდენდად დიდი ხანი იყო იქ ასვლა მართლა ოცნებად მქონდა ქცეული, მანქანაში რომ ვისხედით, არ მჯეროდა, რომ ცოტა ხანში საკუთარი თვალით ვიხილავდი ყველაფერს.

IMG_2830იმდენი ხალხი იყო, მერე ვამბობდი, მგონი ბოლომდე ვერც აღვიქვი–მეთქი. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული–ცხენზე დაჯდომა ვერ მოვახერხე:(( როცა ავედი და ასე ახლოდან დავინახე მთები, მყინვარწვერი, ცა და ღრუბლები, თვალს ვერ ვწყვეტდი. რა თქმა უნდა, რეალურად მათ შორის უზარმაზარი მანძილია, მაგრამ იქ ყოფნისას გეჩვენება, რომ აი, ხელს აწევ და ღრუბელს შეეხები; სულ რამდენიმე ნაბიჯს გადადგამ და მეორე მთის წვერზე, ან სულაც მყინვარწვერზე აღმოჩნდები. იქედან გადმოხედვა ხომ რამხელა სიამოვნებაა. მთელი ყაზბეგი ხელისგულზეა გაშლილი, ელიას მთაზე ეკლესია კი საერთოდ წერტილივით მოჩანს. ასეთი გარემო და ჰერი არსადაა, იქ სხვანაირად სუნთქავ და ყველაფერს სხვანაირად აღიქვამ.
IMG_2836ეკლესიაში შესვლაზე იმხელა რიგი იდგა, სამწუხაროდ, როცა შევედით, წირვა დამთავრებული იყო, მაგრამ გალობასა და მეუფეს ქადაგებას მოვუსმინეთ. იმდენად საოცარი გარემო იდგა, სანთლების დანთებისას თავი ვერ შევიკავე და თვალები ამეცრემლა… სამახსოვროდ რამდენიმე ხატი და სამაჯური ვიყიდე..^^
IMG_2846IMG_2865ამხელა სივრცის დანახვისას, შინაგანად თავისუფლდები, საოცრად დიდ ძალასა და ბედნიერებას გრძნობ. მეგონა, საკუთარ ტანში ვეღარ დავეტეოდი და ფრენას დავიწყებდი. იმდენად ავივსე სხვადასხვა ემოციის ნაზავით, ახლაც, წერის დროს, თავი ისევ იქ მგონია. ახლა უფრო მომენატრა იქაურობა, არადა იქ რომ ვიყავი, ვწუწუნებდი, მოვიწყინე–მეთქი…
და ახლა წარმოიდგინეთ, ამ გარემოს შემდეგ როგორია დახუთულ თბილისში დაბრუნება. ჯერ კიდევ ვერ მოვსულვარ გონს. დღეს მთელი დღე კონდინციონერები ვერ გამოვთიშე, როცა იქ ვიყინებოდი ხოლმე. საღამოს გარეთ გასულს, ჭრილობაზე მალამოსავით მომეფინა თბილისის ზაფხულისთვის ოდნავი სიგრილე და ქარი. იმედია, მალე აგრილდება, თორემ უკან გავიქცევი. არადა, რვაში სწავლა მეწყება…

იმედია თქვენც სასიამოვნო და წარმატებული ზაფხული გქონდათ. მე დავბრუნდი! ^^

Advertisements

3 thoughts on “ემოციებით სავსე ზაფხული

  1. რადგან შენ გამოჩნდი რ ა ღ ა მომკლავს.. ჰმმ.. რამდენი გელოდე რამდენი !
    არაუშავს.. ამის მერე სხვა მიზანს , რომ დაისახავ ეს მაგალითი იქნება და უფრო მოინდომებ და ბოლომდე დაიხარჯები… მარტლაც კარგი ზაფხული გქონდია ^_^ წარმატებები ❤ წარმატებები ❤ მომენატრე ❤ შენი პოსტებიც მომენატრა..

    • როგორ გამიხარდა შენი კომენტარი რომ დავინახეე :* მეც ძალიან მომენატრა აქაურობა და შენც, შენი ბლოგიანად და კომენტარებიანად ❤ მადლობა დიდიი ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s