ახალი ცხოვრება…

change-clark-university

8 სექტემბერს უნივერსიტეტი დამეწყო… თვითონაც მიკვირდა, მაგრამ დიდად არ ვნერვიულობდი. 9–ზე უკვე იქ უნდა ვყოფილიყავი და როცა 7საათზე მაღვიძარამ დარეკა და თვალები დიდი წვალების შედეგად ძლივს გავახილე, მაშინ მივხვდი, რომ ამის შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვლებოდა. მათ შორის კი პირდაპირი მნიშვნელობით ვგლოვობდი ძილის ნაკლებობას. წინა დღეს საორიენტაციო დღეზე ვიყავი და მიხაროდა, რომ მთლად პინგვინივით არ ვივლიდი. აუდიტორიას მაშინვე მივაგენი. ლექტორი მომეწონა… ყველაზე სასაცილო კი ის არის, რომ არ ვიცოდი, თუ ყველა საგანზე სხვადასხვა ჯგუფში მომიწევდა ჯდომა. ცხრილის მიხედვით დაახლოებით მივხვდი, მაგრამ მთელი მეთორმეტე კლასი წინასწარ ვწუწუნებდი, რა საშინელებაა, როცა ჯგუფი არ გყავს–მეთქი. თურმე ეს მეთოდი ძალიან კარგია… უამრავ ხალხს იცნობ სხვადასხვა ფაკულტეტიდან, უფრო მეტად ერთობი და სანაცნობო წრესაც აფართოებ.

სულაც არ არის ისეთი “სტრაშნი”, როგორი ხმებიც დადის ჩემს უნივერსიტეტზე. მეც თავიდან გულის კანკალით მივედი საორიენტაციო დღეზე. დესპოტებსა თუ ჰიტლერს ველოდებოდი იქ ვერ გეტყვით, მაგრამ არ მეგონა, თუ ასე დაგვხვდებოდნენ და კარგადაც გავერთობოდი. რომ მითხრეს, ყოველდღე ქვიზი გექნებათო, რა უბედურებაა–მეთქი, შევწუხდი. რას ვიფიქრებდი, თუ თითო ქვიზში მხოლოდ სამი შეკითხვა იქნებოდა და თანაც ასეთი მარტივი… თუკი შრომობ და სწავლობ, არაფერია რთული. თუ სწავლა არ გინდა, მაშინ უნივერსიტეტშიც არაფერი გესაქმება. ჩემმა ერთმა ნაცნობმა მომიყვა, ბავშვი ფინალურ გამოცდაზე შევიდა, მობილურის გამორთვა დაავიწყდა და დედამ დაურეკაო. ჰოდა ამიტომ გამოცდიდან გამოაგდეს, რა სისულელეაო. სისულელე მაშინ იქნებოდა რომ არ გამოეგდოთ. არავის აინტერესებს, დედიკო გირეკავთ თუ მამიკო, წესები უნდა დაიცვათ. თანაც, არაფერია ისეთი შეუძლებელი და დესპოტური.

ერთადერთი, რისიც ოდნავ უკმაყოფილო ვარ, ცხრილია. რამდენიმე დღეს ფანჯარა და შუალედი კი არა, დარაბები მაქვს. ორშაბათს პირველი ლექცია 9–ზე მაქვს, რომელიც 12–ის 10წუთზე მთავრდება. შემდეგი კი 6–ის 20წუთზე მეწყება. გავგიჟდი ცხრილი რომ დავინახე. თანაც მხოლოდ ინგლისურის ტესტის დასაწერად უნდა მივიდე, რომელიც წინაზე 15 წუთში დავწერე და წამოვედი. სამაგიეროდ, მეორე სემესტრიდან თვითონ ვირჩევთ მთლიან ცხრილს და აქედანვე ვიმუქრები(ნეტავ ვის ვემუქრები) “კანფეტი” ცხრილი მექნება–მეთქი :დ

6–7 გოგო თითქმის სულ ერთად ვართ, ერთ ფაკულტეტზე ვართ და ორი ლექციის გარდა ყველა გვემთხვევა. ამ ამბების გადამკიდე, ჩემი ბავშვობის ერთ–ერთი დაქალი ერთი კვირის შემდეგ ძლივს ვნახე დღეს, არადა, რომ იტყვიან, ყურის ძირში ვცხოვრობთ. ინგლისურის გარდა ყველა ლექცია კვირაში ერთხელ მაქვს, მაგრამ სასწავლი არ მელევა. თან იმასაც ვიაზრებ, რომ ეს სკოლა არაა, სადაც ან გამომკითხვას მასწავლებელი, ან არა. ყოველდღე ქვიზს ვწერთ და გადაწერის გაფიქრებაც კი აბსურდულია.

ამდენი დეტალით შეიძლება თავიც შეგაწყინეთ, მაგრამ მე ცხოვრების სრულიად განსხვავებულ ეტაპზე შევაბიჯე და იმედი მაქვს, რომ მას მხიარულად გავატარებ და წარმატებით დავხურავ. 7–ში ღამე, როცა დავწექი, გავიაზრე, რომ სრულიად უცხო ადამიანებთან მომიწევდა კონტაქტი და საშინლად მომენატრა ჩემი კლასი, ჩემი ბავშვები… მახარებს ის აზრი, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ჩემი საყვარელი ადამიანები ყოველთვის ჩემთან იქნებიან, ცხოვრების ამ ეტაპზე და სხვა უამრავზეც. ერთია, როცა შენ გჭირდება ადამიანი და მეორეა, როცა გრძნობ, რომ მასაც ისევე სჭირდები ბედნიერებისათვის^^ რაც არ უნდა მაგარი მეგობრები შეიძინო ადამიანმა, სულ სხვაა ადამიანი, რომელთან ერთადაც გაიზარდე და უამრავი მოგონება გაკავშირებს. თუმცა, გამონაკლისებიც არის… მაგალითად, ჩემთვის. არ გავზრდილვარ იმ ადამიანთან ერთად, ბევრი რამ არ ვიცი მისი ბავშვობის ან თუნდაც ახლობლების შესახებ, დიდიხანი ნანახიც კი არ მყავდა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ მათან არ ვანსხვავებ. ძალიან მაგარია, როცა “შენს ადამიანებს” იპოვი. აი, თავიდან ბოლომდე რომ შენები არიან და თუნდაც ერთმანეთისგან შორს იყოთ და დიდი ხანი ვერ ნახულებდეთ ერთმანეთს, მაინც გრძნობდე, რომ შენთან არიან. ამაზე მაგარი ალბათ არაფერია…
არ დაკარგოთ ასეთი ადამიანები, გაუფრთხილდით.
წარმატებებიი!^^

Advertisements

2 thoughts on “ახალი ცხოვრება…

  1. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა ! ეს როგორ გამომეპარა, როგორ ვერ ვნახე თავის დროზე შენი პოსტი.. უი თუმცა ახლახანს ავიხედე 19 ში გაქვს დაწერილი.. ჰმმმ, არ მომწონხარ თამო, არ მომწონხარ… ^>^ დაწვრილებით მაინტერესებს 1 დღე ! :3

    • მეტს უბრალოდ ვერ დავწერდი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პირველ დღეს მხოლოდ ერთი ლექცია მქონდა, მერე კი წამოვედი :დ ცოტა სტრანნი ცხრილი მაქვს მე :დ

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s