არარსებულ ძმას/დას

sad-girl-cry-3

ბოლო ორი კვირაა ერთი ფიქრი ამეკვიატა და ვერაფრით ვიშორებ თავიდან. არადა ეს ერთ–ერთი თემაა იმათგან, რომელზეც ყველაზე ნაკლებად მინდა ფიქრი. მერე კიდევ ის სიზმარი… საერთოდ სიზმრების არასდროს მჯეროდა, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი ამიხდა, რა ვიფიქრო აღარ ვიცი… არც ის ვიცი, გამიხარდება თუ არა ამ სიზმრის ახდენა…
ბოლო ორი კვირაა “შენზე” ვფიქრობ. არ მასვენებს ის აზრი, რომ მაშინ ბიჭი რომ ყოფილიყავი, ახლა 30–ის მაინც იქნებოდი. ექვსი თვის მეტი ვერ იცოცხლე, ისიც ისე, რომ თვალით არ გინახავს დედამიწა და ადამიანი, რომელიც მუცლით გატარებდა. არ ვიცი რით არ დაიმსახურე მაშინ დაბადება, მაგრამ ფაქტია, დღეს გვერდით არ მყავხარ… ისიც ფაქტია, შენ და შენს მშობლებს არასდროს გინახავთ ერთმანეთი და არც ის ვიცი, მაშინ რით “დაიმსახურა” ახალგაზრდა წყვილმა ის განსაცდელი.
ერთადერთი ის ვიცი, რომ რეალურად არავის ბრალი არაა, მაგრამ რაც უფრო ვიზრდები, ხშირად ვფიქრობ ამაზე და ვერ ვინელებ, რომ დღეს შენ დედამიწაზე არ დადიხარ. მაინც და მაინც ჩემს გვერდით არა, უბრალოდ რომ შენი ფეხებით ეხებოდე დედამიწას და ჰაერს სუნთქავდე, ესეც დამაკმაყოფილებდა. ისიც ნერვებს მიშლის, მამა რომ არასდროს ლაპარაკობს შენზე. მხოლოდ დედა გახსენებს ხოლმე ძალიან იშვიათად. თუმცა, უკვე რამდენი წელია, აღარავის გახსენებიხარ, არ უხსენებიხარ მაინც. მე კი სწორედ ახლა ამეკვიატა ფიქრი და ისე განვიცდი, თითქოს გიცნობდი. თუმცა, ნახვა და ხელით შეხება საჭირო არ არის, მე მაინც გიცნობ შენ, იმიტომ რომ “ჩემი” ხარ.
ძილის წინ რომ თვალებს ვხუჭავ, თუნდაც არ მინდოდეს და საერთოდ არ ვფიქრობდე ამაზე, მაინც შენ წარმოგიდგენ. ოღონდ გაზრდილს, ძალიან დიდსა და ლამაზს. აი, ზუსტად 30წლისას…
რეალურად, წესით მე მეოთხე შვილი უნდა ვიყო, მაგრამ მეორე და უკანასკნელი ვარ.
ჩემი მეორე დაიკო ან ძამიკო, 26წლის უნდა იყოს, თუმცა რამდენი თვისამ შეწყვიტა არსებობა, არ ვიცი. რომელი უფრო მტკივნეულია, ვერ ვიტყვი… ჩემს დაიკოს თუ ძამიკოს, არ აცალეს სიცოცხლე. რომ წარმოვიდგენ, მინდება ყველა მოვკლა და მხოლოდ ის გავაცოცხლო. ის და ჩემი “30 წლის ძმა”…
მე ჩემი დის დაბადებიდან 10წლის შემდეგ გავჩნდი…
ერთადერთი, რაც ამ აურზაურში მაბედნიერებს, არის ის, რომ მყავს და, რომლის იმედიც ყველგან და ყოველთვის შეიძლება მქონდეს. შეიძლება რაღაცაზე მეჩხუბოს, გამომლანძღოს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მეორე წუთში ჩემს დახმარებაზე დაიწყებს ფიქრს. და ისიც ვიცი, რაც არ უნდა მოვინდომო და ვეცადო, მის ამაგს ვერ გადავიხდი, ზედმეტად დიდია. როცა უსინდისობა მომაწვება და გავიფიქრებ, რომ დღეს მას ჩემზე არ უფიქრია, ცოტახანში ან მესიჯი მომივა, ან ზარი შემოვა ტელეფონზე. მისი სახელის დანახვისას თან მრცხვენია, თან მიხარია, რომ ასეთი მაგარი დაიკო მყავს!
და მაინც…
მე მყავს 30წლის არარსებული ძამიკო და 26წლის დაიკო/ძამიკო. არარსებული და მტკივნეული…

Advertisements

3 thoughts on “არარსებულ ძმას/დას

  1. ასე ბევრს შეიძლება ყავსდეს თამო დაც ძმაც და ‘ებიც,, ეცადე გულთან არ მიიტანო ეს თემა, ძალიან მგრძნობიარე ყოფილხარ.. მეც შესააძლოა მყოლოდა თანაც ტყუპები,, მაგრამ რას ვიზამთ..

  2. მგრძნობიარე ვარ, თან საშინლად)) ვიცი რომ ბევრია ასეთ მდგომარეობაში, ჩემს გარშემოც, მაგრამ აქ უფრო სხვა მიზეზებია, უბრალოდ არ იყო აქ დასაწერი და ასე ვთქვათ, ამოვაგდე ფაქტები..))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s