დაბრუნება თითქმის ერთი წლის შემდეგ..

92hl4

ახლა სულ შემთხვევით შემოვედი ბლოგზე, რამე თუ ხდება, გადავხედო–მეთქი. საერთოდ არაფერს არ მოველოდი, მაგრამ ერთი კომენტარი დამხვდა. დიდი ხომ არაფერი, მაგრამ სწორედ ამიტომ ვწერ ახლა ამ პოსტს. მივხვდი, როგორ მომენატრა აქაურობა და როგორ დავაშავე, რომ წერას შევეშვი. განა მარტო აქ, ბლოგზე, მიჭირს წერა, საერთოდ, მოთხრობებსაც ვეღარ ვწერ, ვერც დაწყებულებს ვამტავრებ…  ალბათ პირველი წელი უნივერსიტეტში საკმაოზე მეტად დამღლელი გამოდგა. ყოველთვის, როცა ბლოგის წერის სურვილი, ან მოთხრბის დაწერის მუზა მომივიდოდა, მეორე მხარეს უამრავი სამეცადინო იყო. ერთხელ ვცადე და მეცადინეობის მაგივრად მოთხრობის წერა დავიწყე, მაგრამ სერიოზულად ისე შემაწუხა სინდისმა, რომ არ ვსწავლობდი, წერა მაშინვე შევწყვიტე და სწავლას მივუბრუნდი:დ გამოცდები 13 ივნისს დავამთავრე და უკვე ამდენი ხანია თავისუფალი დრო მაქვს, მაგრამ ვერაფერს ვწერ, ალბათ გამოვიფიტე ამ მხრივ… თუმცა, ვფიქრობ, ეს პოსტი ბევრ რამეში დამეხმარება. ვეცდები ბლოგს ყურადღება აღარ მოვაკლო, ვწერო საინტერესო თემებზე და იმაზე, რაც მაწუხებს… იმედია, იმ მოთხრობებსაც დავამთავრებ, რომლებიც დაწყებული მაქვს და ერთ ახალს დავიწყებ, რომლის იდეაც უკვე ძააალიან დიდი ხანია, რაც თავში მიტრიალებს. თუმცა, არის ერთი, განსაკუთრებული მოთხრობა, რომლის სულ რაღაც ვორდის 5 ფურცელი მექნება დაწერილი სამწუხაროდ. თან არავის ვაკითხებ, მინდა ზუსტად ისეთი გამოვიდეს, როგორიც ჩაფიქრებული მქონდა. ეს კი საკმაოდ რთული აღმოჩნდა… ახლა ვხვდები, რომ მთელი წელი ბლოგი ძალიან მაკლდა, მუზის თუ ხალისის დაკარგვის მიუხედავად, წერა ჩემთვის ნამდვილი განტვირთვაა^^
პირობას არ დავდებ, რომ ხშირ–ხშირად დავდებ პოსტებს, რადგან რამდენჯერაც ასე მოვიქეცი, იმდენჯერ დიდი ხნით ვეღარ ვწერდი ვერაფერს. ამიტომ, უბრალოდ ვეცდები, ბლოგს სათანადო დრო დავუთმო და საინტერესო პოსტები ვწერო. სულ რომ არავინ წაიკითხოს, მაინც სიამოვნებით ვწერ… თუმცა, ალბათ დამეთანხმებით, რომ როდესაც კომენტარებსა და მაღალ სტატისტიკას ნახულობ, ძალიან გიხარია! ^^ მოკლედ, მე დავბრუნდი და ვაპირებ ნელ–ნელა მოვყვე ამ გამოტოვებულ ერთ წელზე, სადაც ძირითადად, ალბათ მთავარი მაინც უნივერსიტეტის პირველი წელია. და კიდევ ბევრი რამ… იმედია, გამომივა^^

Advertisements

2 thoughts on “დაბრუნება თითქმის ერთი წლის შემდეგ..

  1. აჰა, გამოვედი ბოლოში, პირველი პოსტიდან დაწყებული! ძაან სულელური რამე უნდა ვთქვა, მაგრამ მაინც ვიტყვი. ისედაც ხომ ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს, მაგრამ ახლა უფრო შორს რომ წახვედი, უფრო მომენატრე 😀 მართლა…
    ჰომ, პოსტს რაც შეეხება… დაამთავრე ქალო მოთხრობები ნუ დამაწვიტე ნერვები და ნუ შეიწირე ჩემი ახალგაზრდობის წლები, ვააააააა (სლავიკას ხმით).
    კაი, ჯანდაბას, ჩემი რობი და ბელა მიმიგდე, ამ ახლებს რაღას ერჩი. დაწერე, დაწერე, დაწერე! ღამე მოგელანდები და მოსვენებას დაგიკარგავ. იცი, რომ ვარ გამკეთებელი :დდდდდ თან დღეს ვკითხულობდი, თხის რქები მისტიკურობისკენ არიან მიდრეკილნიო, ჰოოოდაა….
    არც “გზა ჭეშმარიტი ბედნიერებისკენ”-ის შეწყვეტას გპატიობ. დროებით შეწყვეტას 😉
    თუ გაპატიო რააა(ეს უკვე გიალოს ხმით).
    ხოდა, წერე! გამოგდის, თან ძალიან, ძალიან კარგად და მაღირსე იმის ბედნიერება, ერთ დღესაც შევიდე წიგნების მაღაზიაში, და… თუმცა არა, გამომცემლობიდანვე გამომიტან წიგნს და საკუთარი ავტოგრაფით ჩამახუტებ, ვიცი, კარგი გოგო ხარ შენ 😉 ❤ ❤
    გყვარობთ და გეტრფით შორიდან, თქვენი ფანი…

    • აუ ეს მე ახლა რატომ შევამჩნიე? :დ რა საყვარელი და ცანცარა ხაააარ ❤ ხო დავიწყე წერა უკვეეე :დდ ჩავამთავრო ეს გამოცდები და განვაგრძობ ისევ. ოღონდ რომელს, ნე ზნაიუ :

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s