არ ცოდნა ნეტარებაა(?)

22106649428035399226რამდენიმე დღის წინ GDS–ზე ვუყურებდი “გრეის ანატომიას” თავიდან. დასაწყისში და ბოლოში მერედითის მონოლოგები რომ არის ხოლმე, ბოლოში ბევრ სხვა რამესთან ისიც თქვა, რომ “არ ცოდნა ნეტარებაა”. ზუსტად იმ დღეებში ვფიქრობდი ამ საკითხზე. რომელი ჯობია, ვარდისფერი სათვალეები გეკეთოს, ირგვლივ ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავდა და აზრზე არ იყო შენ გარშემო რა ხდება, თუ ის, რომ ყველაფერი იცი. ყველაფერი ის, რაც ამდენი ხანი ხდებოდა და შენ კი აზრზე არ იყავი. არც ვარდისფერი სათვალეები გეკეთა, ყველაფერს რეალურად აღიქვამდი, მაგრამ ბევრი რამეც არ იცოდი. ამ ყველაფრის გაგების შემდეგ კი, ისე ჩამოინგრა რაღაც–რაღაცები, ვერასდროს რომ ვერ წარმოიდგენდი, ვერც კი გაიფიქრებდი იმდენად აბსურდულად გეჩვენებოდა. აღმოჩნდა რომ ძალიან ბევრი წარმოუდგენელი რამ რეალობა ყოფილა. არსებობს გამოთქმა, რაც ნაკლები იცი მით უკეთესად და მშვიდად გძინავსო და მართალიცაა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ყველას აქვს უფლება სიმართლე იცოდეს. პრინციპში, თუკი იცი რომ ადამიანი ამ სიმართლეს ვერ გადაიტანს და ათასჯერ უფრო მძიმედ აღიქვამს, ვიდრე რეალურადაა, ამ სიტუაციაში, ალბათ, ღირს სიმართლის დამალვა. თუმცა, იმასაც გააჩნია, რას უმალავ… ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომელბსაც ტკბილი ტყუილი ურჩევნიათ მწარე სიმართლეს. მართლა არ მესმის მათი. მომაკვდინებელი სენი რომ მჭირდეს და მიმალავდნენ, საშინელება არ იქნება? იქნებ რისი გაკეთება და მოსწრება მინდა ცხოვებაში და თუკი მეგონება რომ კიდევ ძალიან ბევრი დრო მაქვს სურვილების ასასრულებლად, მაშინ არ ვიჩქარებ. ეს კი ძალიან ცუდი იქნება, იმიტომ რომ ბევრ რამეს ვერ მოვასწებ და დავრჩები ისე… ცხოვრებაში ბევრი ცუდი რამ ხდება, უნდა ვისწავლოთ მასთან გამკლავება და ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც უნდა გვიხაროდეს ცხოვრება იმიტომ, რომ მეორე მხარეს ძააალიან ბევრი კარგი რამაა^^

Advertisements

One thought on “არ ცოდნა ნეტარებაა(?)

  1. აბსოლუტურად გეთანხმები ყველაფერში. რაც არ უნდა იყოს, როგორი მწარე და მოუნელებელიც, მაინც მირჩევნია სიმართლე ვიცოდე. მირჩევნია ღამეები ვათენო ამ სიმართლის გამო ტირილში, მაგრამ მაინც ვიცოდე. ნამდვილად არ ვცხოვრობთ საკმარისად დიდხანს იმისათვის, რომ ეს დროც ტყუილში გავატაროთ და გვჯეროდეს ის, რაც შეიძლება, გულის სიღრმეში, ვიცოდეთ კიდეც, რომ არ არის მართალი.
    ცოტნას ცოდნით უფრო მშვიდად ცხოვრებას კი რაც შეეხება, რად მინდა მასეთი სიმშვიდე, გარესამყაროს თუ მოვწყდი 😀
    პ.ს. ჩვენ-რომ-ვიცით-იმას აღარ აგრძელებ და პოსტები მაინც ვიკითხო, წერე! 😀

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s